ემიგრაცია და საზღვრის მართვა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში აქტიურად მუშაობს ბოლო 15 წლის განმავლობაში იმიგრაციისა და საზღვრის მართვის შესაძლებლობების განვითარების პროექტების განხორციელებაზე. ამ პროექტების დაფინანსება მეტწილად ხდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ბოლო დროს კი - ევროკავშირის მიერ. პროექტების ფარგლებში დაგეგმილია ფოკუსირება  საქართველოში არსებული ძირითადი ინსტიტუტების საქმიანობაზე, რომლებსაც ევალებათ საზღვარზე მიგრაციის მართვა - ეს განსაკუთრებით ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს (საპატრულო პოლიცია აღიარებულ შემოსასვლელ ნავსადგურებში და საზღვრის დაცვის პოლიცია „მწვანე“ და „ცისფერ“ (ე.ი. სახმელეთო, სანაოსნო და საჰაერო) საზღვრებზე) შემოსავლების სამსახურს, რომელიც პასუხისმგებელია საბაჟო კონტროლზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (პასუხისმგებელია საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მართვაზე) და ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელსაც აკისრია ძირითადი პასუხისმგებლობა ტერორიზმისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაზე. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი 2012 წლის ივნისში დაიწყო. 2013 წლის 25 თებერვალს საქართველოს მთავრობას გადაეცა ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და მასში დეტალურად იყო გაწერილი ქართული მხარის მიერ საქართველოსა და ევროკავშირის შენგენის სახელმწიფოებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დასამყარებლად შესასრულებელი მოთხოვნები. სამოქმედო გეგმა შედგებოდა ოთხი ბლოკისგან:

1. დოკუმენტების უსაფრთხოება, ბიომეტრიული დოკუმენტების ჩათვლით;

2. ინტეგრირებული საზღვრის მართვა, მიგრაციის მართვა, თავშესაფარი;

3. საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება;

4. საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებები.

2014 წლიდან მოყოლებული, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ეხმარებოდა ხსენებულ ინსტიტუტებს ამ სამოქმედო გეგმის მრავალი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მეტი მეტისათვის“ (More For More) ფარგლებში. პროექტი განსაკუთრებით ფოკუსირებული იყო შესაძლებლობების გაძლიერებაზე დოკუმენტების უსაფრთხოების სფეროში და ასევე დახმარებაზე ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში საქართველოსა და თურქეთს შორის სახმელეთო საზღვრის დაცვის საქმეში. 2017 წლის მარტში საქართველომ მოიპოვა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება (გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით). მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ამჟამინდელი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიგრაციის მართვის პროექტის სახელწოდებაა საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG) ხოლო „საემიგრაციო და სასაზღვრო მართვის“ კომპონენტის დანიშნულებაა მთავრობის მხარდაჭერა ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებულობის რეგულარული შეფასების საპასუხოდ ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და უსაფრთხოების სფეროში მიგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევებთან გამკლავებაში. პროექტის ყურადღების ცენტრში მდგარ ერთ-ერთ ძირითად სფეროს წარმოადგენს მთავრობისათვის დახმარების აღმოჩენა მგზავრების შესახებ წინასწარი ინფორმაციის (API) სისტემის შექმნასა და შესყიდვაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ შესაძლებლობა, წინასწარ შეამოწმონ აეროპორტებში მგზავრთა ჩამოსვლა და გამგზავრება; ამ პროცესის შედეგად გაიზრდება უსაფრთხოება და გაუმჯობესდება რესურსების მობილიზაციის შესაძლებლობები და ამავდროულად უზრუნველყოფილი იქნება ტერიტორიაზე შემოსვლისა და მისი დატოვების მსურველი მგზავრების უმეტესობის მონაცემთა გამარტივებული და ეფექტური დამუშავება.

თუ გსურთ, მეტი რამ შეიტყოთ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ საზღვრის მართვისა და უსაფრთხო მიგრაციის ხელშეწყობის სფეროში, ან გსურთ მიგრაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ონლაინ-კონსულტაციის გავლა, ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდს: www.informedmigration.ge 

SBMMG პროექტის საინფორმაციო ბიულეტენი