მიგრაცია და ჯანმრთელობა

IOM მიგრაციის პროცესის გარშემო არსებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე 1951 წლიდან მუშაობს. აღნიშნულ სფეროში ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს როგორც ჯანდაცვის მდგომარეობის შეფასებას, ასევე ჯანდაცვის ეროვნული სისტემების გაძლიერებას. IOM-ის მიგრაციასთან დაკავშირებულ ჯანდაცვის საჭიროებებზე პასუხი ხაზს უსვამს მიგრაციის მართვის მიმართ ორგანიზაციის უნიკალურ და ჰოლისტიკურ მიდგომას.

IOM-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, "მიგრანტების აივ ინფექციით და ტუბერკულოზით დაინფიცირების რისკები სამხრეთ კავკასიაში" რომელის შედეგებიც 2018 წელს გამოქვეყნდა, გამოავლინა მიგრანტების და მოსახლეობის სხვა მოძრავი ჯგუფების მაღალი დაუცველობა გადაცემადი დაავადებებისადმი. მათ მნიშვნელოვანი სირთულეები ექმნებათ ტუბერკულოზის და აივ ინფექციის გამოვლენის, ანალიზების ჩატარების და მკურნალობის მხრივ მაშინ, როდესაც მათ უფრო მეტად ემუქრებათ ინფექციით დაავადება, სტიგმატიზაცია, დაავადების გამოვლენის გარეშე დარჩენა და მკურნალობის შეწყვეტის რისკი, ვიდრე ზოგადად მოსახლეობას.

IOM-ის გამოცდილება აჩვენებს, რომ მიგრანტთა ჯანმრთელობაზე არასათანადო ზრუნვას მოჰყვება მძიმე შედეგები, როგორც მიგრანტთა კეთილდღეობისთვის, ისე წარმოშობის, ტრანზიტის და მიმართულების ქვეყნების საზოგადოებისთვის. კვლევაში მოცემულია რიგი რეკომენდაციები ეროვნულ და ტრანსრეგიონულ დონეზე მრავალდარობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მიგრანტებისთვის ჯანდაცვის მომსახურების გაწევა სამხრეთ კავკასიის რეგიონში.