ოპერაციები და საგანგებო სიტუაციები

კონფლიქტის შედეგად საქართველოს მოსახლეობის ნაწილის იძულებითი გადაადგილების გახანგრძლივებული მდგომარეობის პასუხად IOM დახმარებას უწევს დევნილებს სხვადასხვა ინიციატივებით, როგორიცაა არასაკვები ნივთების მიწოდება, საცხოვრისის გადაუდებელი რემონტი, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქო-სოციალური მხარდაჭრა, შემოსავლის წყაროს გაჩენა და მცირე ბიზნესის განვითარება, მათ შორის განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფების დახმარება, როგორიცაა ნაღმის მოქმედების შედეგად დაზარალებულები.

საქართველოს შსს-სთან და კატასტროფებზე რეაგირების საერთაშორისო ქსელთან მჭიდრო თანამშრომლობით IOM ხელს უწყობს მიგრაციული კრიზისის სამოქმედო ჩარჩოს (MCOF) და საზოგადოების ჩართულობაზე დაფუძნებულ კატასტროფების მართვას (CBDM), რათა უკეთ მოხდეს კრიზისების მიგრაციულ ნაწილთან გამკლავება.

გარდა ამისა, როგორც ბანაკების მართვის და ბანაკების კოორდინაციის ბლოკის (CCCM) ერთ-ერთი გლობალური ლიდერი, IOM წამყვან როლს ასრულებს ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადების მხრივ, გაეროს ადგილობრივ წარმომადგენლობასთან და ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობით.