EMERGE

მიგრანტთა უფლებების დაცვა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება  სომხეთში და საქართველოში EMERGE

დონორი: ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ხანგრძლივობა: დეკემბერი 2019—ნოემბერი 2022

EMERGE პროექტის მიზანია მიგრანტთა უფლებების დაცვის და დემოკრატიული მმართველობის სფეროში სომხეთის და საქართველოს  შესაძლებლობების გაძლიერება და დიალოგის და თანამშრომლობის გაღრმავება.

 

პროექტის აქტივობები:

კვლევა

მოსახლეობის დამოკიდებულების, მედიის როლის, მიგრანტთა უფლებების ასპექტების და საჭიროებების, მომსახურების მიწოდებაში არსებული ხარვეზების გამოსავლენად პროექტის ფარგლებში ჩატარდება კვლევა და საზოგადოებრივი გამოკითხვა. ყოვლისმომცველი კვლევა ხელს შეუწყობს დისკუსიას მიგრაციის თემაზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, ადვოკატირებას, პოლიტიკის დაგეგმვას და შესაძლებლობების გაძლიერებას.    

სამთავრობო სტრუქტურების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და სასწავლო ვიზიტები

პროექტის ფარგლებში ჩატარდება საკოორდინაციო შეხვედრები, მოხდება ექსპერტული ცოდნის გაზიარება და მიგრანტთა უფლებების დაცვის თემაზე სახელმწიფო უწყებებისთვის მათ მიერ იდენტიფიცირებული რელევანტური ტრენინგების ორგანიზება. მოეწყობა სასწავლო ვიზიტი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისთვის ქვეყნებში, სადაც მიგრანტებს საკმარისი წვდომა აქვთ მომსახურებებზე. სომხეთში მოხდება ქვეყნიდან ნებაყოფლობითი დაბრუნების სფეროში სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება და სტრატეგიის განვითარება. საწყის ეტაპზე, პროექტი ასევე დაფარავს დაუცველი მიგრანტების სომხეთიდან ნებაყოფლობითი დაბრუნების ხარჯებს.

სამოქალაქო საზოგადოების და მედიის შესაძლებლობების გაძლიერება

პროექტი გამოავლენს ძირითად პარტნიორებს სამოქალაქო საზოგადოებიდან სომხეთში და საქართველოში და ხელს შეუწყობს მიგრაციის საკითხებზე მათი ცოდნის გაღრმავებას (მაგ. გლობალური მიგრაციის კომპაქტი). კვლევის შედეგებზე დაყრდნობით პროექტი გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოების აქტივიზმს და ადვოკატირებას მიგრაციის სფეროში და ხელს შეუწყობს მეზობელ ქვეყნებს შორის პარტნიორობას. პროექტი იმუშავებს მედიასთან და ჟურნალისტიკის სტუდენტებთან მიგრაციაზე მათი ცოდნის გაღრმავების, ტერმინოლოგიის გააზრების და სხვადასხვა მედია საშუალებებით, მათ შორის სოციალური ქსელებით, მიგრაციის საკითხების სწორად, დაბალანსებულად და პოზიტიურად გაშუქების მიმართულებით.

ცნობიერების ამაღლება

IOM იმუშავებს NGO-ებთან და ექსპერტებთან ერთად კრეატიული მულტიმედია კამპანიის განვითარებაზე, რომელიც გააკეთებს აქცენტს მიგრანტთა უფლებებზე და კარგად რეგულირებული მიგრაციის პოზიტიურ ასპექტებზე. პროექტის ფარგლებში ჩატარდება გამოფენა, რომელიც აღწერს მიგრანტების მიერ გავლილ გზას და მათ ისტორიებს. აქტივობის მიზანია საზოგადოების ინფორმირება და მეტი აქტივიზმის წახალისება.

რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმა

პროექტი დააკავშირებს აღმოსავლეთის პარტნიორობის და სხვა ქვეყნებს მიგრაციის მართვის სფეროში უახლესი ტენდენციების და გამოწვევების განხილვის მიზნით. აღნიშნულის მიზანია რეგიონული მიგრაციის პლატფორმის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და პარტნიორობის განვითარებას კანონიერი მიგრაციის, მიგრანტა უფლებების დაცვის და მიგრაციის მართვის სფეროში.

ტექნოლოგია, ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველსაყოფად

მიგრანტებისთვის ინფორმაციაზე და მომსახურებებზე წვდომის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნება IOM-ის MigApp-ზე დაფუძნებული მოსახერხებელი აპლიკაცია. 

 

პროექტის საინფორმაციო ფურცელი

მიგრანტთა საჭიროებების სწრაფი შეფასების ანგარიში და ინფოგრაფიკი