მიგრაციის კუთხე ამბროლაურის საბავშვო ბიბლიოთეკაში


 

ხუთშაბათი, ივლისი 25, 2019

მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ფესტივალის ფარგლებში IOM-მა ამბროლაურის საბავშვო ბიბლიოთეკაში მიგრაციის კუთხე გახსნა.

2019 წლის 7 ივლისს IOM, გაეროს მიგრაციის სააგენტო, მონაწილეობდა ფესტივალის მთავარ ღონისძიებაში - ფერმერთა ბაზრობაში, სადაც წარმოდგენილი ჰქონდა საბერძნეთიდან და შვეიცარიიდან ნებაყოფლობითი დაბრუნების და რეინტეგრაციის პროგრამის (AVRR) ბენეფიციარების მიერ წარმოებულ ღვინო და თაფლი.

შეგროვებული თანხა IOM-მა გაასამმაგა და განათლების და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით (SDG 4) ამბროლაურის საბავშვო ბიბლიოთეკაში მიგრაციის კუთხე გახსნა.

ბიბლიოთეკას და ახალგაზრდებს, რომლებიც მას ყველაზე ხშირად სტუმრობენ, IOM-მა 24 ივლისს გლობუსები, რუკები და მოგზაურობასთან დაკავშირებული წიგნები გადასცა.