საქართველოს პრეზიდენტი IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა


 

პარასკევი, ივნისი 14, 2019

14 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს ქალბატონ სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს შეხვდა. შეხვედრაზე მოხდა საქართველოში მიგრაციის მართვის სფეროში IOM-ის საქმიანობის განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართული დიასპორის პროფილირების და საქართველოს ადგილობრივი განვითარებისკენ მიმართულ პროცესებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე.