საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელის საბინე მახლის ვიზიტი IOM-ში


 

ხუთშაბათი, ნოემბერი 7, 2019

2019 წლის 7 ნოემბერს გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინე მახლი ესტუმრა IOM-ის ოფისს და შეხვდა IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს და IOM-ის თანამშრომლებს. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში IOM-ის საქმიანობის, გაეროს მიმდინარე რეფორმის, ქვეყნის საერთო ანალიზის და გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს გაცნობა. ქალბატონმა საბინემ ისაუბრა გაეროს ცოდნის და ქვეყანის წინაშე არსებულ გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით შეფასებაზე და მათზე საქართველოს მთავრობასთან ერთად რეაგირების მნიშვნელობაზე.