შრომითი ინსპექტორების შეხვედრა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებთან გაუმჯობესებული თანამშრომლობის თემაზე


 

ორშაბათი, დეკემბერი 2, 2019

28-29 ნოემბერს IOM-ის ორგანიზებით ჩატარა ტრენინგი გამომძიებლებისთვის, პროკურორებისა და შრომის ინსპექტორებისთვის. ტრენინს უძღვებოდა პოლ ჰოლმსი ბრიტანელი ექპერტი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში და მას 27 მონაწილე ესწრებოდა. 2015 წელს კრიმინალურ პოლიციას და შრომის ინსპექციას შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, მონაწილეებმა განიხილეს შრომის ინსპექტირების პროცესში მონაწილე ყველა უწყებას შორის საქმიანობის კოორდინირების და ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესების გზები. ტრენერმა ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებზეც შრომის ინსპექტორებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება შრომითი ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგის ამოსაცნობად და აღნიშნულ შემთხვევებში პოლიციის ჩართულობის უზრუნველსაყოფად.  

აღნიშნული კურსი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც IOM ახორციელებს.