UNICEF-ის და IOM-ის შეხვედრა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე


 

პარასკევი, ნოემბერი 22, 2019

21 ნოემბერს UNICEF-ის და IOM-ის თანამშრომლებმა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები განიხილეს. გაეროს ორმა სააგენტომ წარმოადგინა ბავშვთა დაცვის სფეროში სახელმწიფოს ხელშეწყობის და ბავშვთა ინდივიდუალური დახმარების აქტივობები, რომლებსაც ისინი ახორციელებენ.  

UNICEF-მა და IOM-მა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსთვის გაეროს მხარდაჭერილი სფეროების ფარგლებში ამ ორი ორგანიზაციის კოორდინირებული ძალისხმევის შესაძლებლობებზე და ჩამოაყალიბეს ერთობლივი გეგმა საქართველოში ბავშვთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებისთვის.