"სკოლა ფარცხანაყანებში დავამთავრე, მერე ქუთაისში გადმოვედი საცხოვრებლად და ეკონომისტად ვმუშაობდი ბანკში 40 წელი. იქიდან რომ წამოვედი, ფული საერთოდ არ მქონდა, უხელფასოდ ვიყავი, პენსიამდე ჯერ კიდევ მქონდა დარჩენილი დრო და გადავწყვიტე, საბერძნეთში წავსულიყავი, თან შვილებსაც დავხმარებოდი. 

2006 წელს საბერძნეთში წავედი და 12 წელი იქ გავატარე. მიმართლებდა, სულ კარგ ოჯახებში ვხვდებოდი. 2018-ში ჩამოვედი, დასვენების დღე საერთოდ არ მქონია. ემიგრაციაში ყოფნისას თვეში ერთხელ თუ გავყვებოდი ავტობუსს, რომ ოჯახისთვის ფული გამომეგზავნა და იმავე ავტობუსით სამუშაოზე ვბრუნდებოდი.

ახლა კი შინ ვარ და  ქუთაისის ცენტრში ოჯახის წევრებთან ერთად კაფეც გვაქვს - სანაყინე. ნაყინის აპარატი, როგორც დაბრუნებულ მიგრანტს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შემიძინა. 7 ადამიანი უკვე გვყავს დასაქმებული და კიდევ ვფიქრობთ გაფართოებაზე;  ვაფლს ჩემით, სახლში ვამზადებ და მომაქვს ყოველ დილით, თან სამზარეულოშიც მიყვარს ტრიალი.

ეს ადგილი ქალაქის ცხოვრებას თავის ნიშანს ამჩნევს.  იმიტომ, რომ ასეთი კაფე ქუთაისში არც ისე ბევრია. სულ სხვადასხვა ასაკის ადამიანები დადიან. მგონია, რომ კმაყოფილები არიან, რაც ძალიან მახარებს.

ასევე,  ქუთაისში უკვე ცნობილი პიცაც გვაქვს, მაგრამ დამატება გვინდა კიდევ რაღაცების. ვნახოთ, როგორ გამოგვივა."