ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღე, 2019 წლის 18 ოქტომბერი

Video: 
Georgian
Body: 

18 ოქტომბერს IOM-მა, პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთად, საქართველოში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის დღე აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე ქალაქ თელავში აღნიშნა. ღონისძიება დაიწყო სამუშაო შეხვედრით ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან, რომლის ფარგლებშიც მოხდა IOM-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოვლენილი, ადამიანით ვაჭრობის სხვადასხვა ფორმების განხილვა, მათ შორის ქუჩაში მომუშავე ბავშვთა შრომითი ექსპლუატაცია და ინტენსიური შრომა.ბოლო 10 წლის მანძილზე, ევროკავშირი და IOM მუშაობენ ტრეფიკიორების სისხლის სამართლებრივი დევნის, ტრეფიკინგის მსხვერპლ პირთა დაცვის და დახმარების და ტრეფიკინგის დანაშაულის პრევენციის მიმართულებით. ევროკავშირის მდგრადი მხარდაჭერა შესაძლებლობას გვაძლევს მომავალშიც გავაგრძელოთ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართული საქმიანობა.