-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM საქართველო და ევროკავშირი მიგრანტთა საერთაშორისო დღეს უსაფრთხო მიგრაციისა და ადამიანებით ვაჭრობის შესახებ საინფორმაციო კამპანიით აღნიშნავენ
თბილისი, 2024 წლის 18 დეკემბერი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიამ საქართველოში, ევროკავშირთან პარტნიორობით, მიგრანტთა საერთაშორისო დღე საჯარო ღონისძიებით აღნიშნა, რომელიც მიზნად ისახავდა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას უსაფრთხო და რეგულარული მიგრაციის გზებისა და ადამიანებით ვაჭრობის საშიშროების შესახებ.
ინტერაქციული წარმოდგენების სერია ჩატარდა თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს სამ რეგიონში, სადაც წარმოდგენილი იყო მაგალითები საქართველოს მიგრაციული რეალობიდან, რათა მოსახლეობას მიეწოდოს სათანადო ცოდნა თუ როგორ ისარგებლონ უსაფრთხო მიგრაციის შესაძლებლობებით და ამავდროულად, გააცნობიერონ ექსპლუატაციის რისკები.
„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) მოხარულია, რომ ევროკავშირთან ერთად, ვთანამშომლობთ ფორუმ თეატრთან, რათა მოსახლეობის ინფორმირება და ცნობიერება მიგრაციასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გავზარდოთ. ჩვენი მიზანია საშუალება მივცეთ ინდივიდებს მიიღონ ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილებები მიგრაციის შესახებ. მიგრაცია კაცობრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილია, თუმცა აუცილებელია რომ ის იყოს უსაფრთხო და სარგებელი მოუტანოს ყველა ჩართულ მხარეს - როგორც მიგრანტს, აგრეთვე წარმოშობისა და მასპინძელ ქვეყანას,” – განაცხადა IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ლარს იოჰან ლოუნბეკმა.
სპექტაკლზე წარმოდგენილი იყო სამი მოკლე სცენარი, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია ოჯახებში და ასახავს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს. საქართველოში ახალგაზრდები და პერსპექტიული მიგრანტები ხშირად არ ფლობენ ინფორმაციას ადამიანებით ვაჭრობის რისკების შესახებ და არ იციან როგორ ამოიცნონ ყალბი სამუშაო შეთავაზებები ან გადაამოწმონ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებთან. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან და აწარმოებს რეგულარულ საინფორმაციო კამპანიებს, რათა მოსახლეობას გააცნოს ტრეფიკინგის რისკები და განუმარტოს უსაფრთხო მიგრაციის პრაქტიკები.
"სამწუხაროდ, საქართველოში არ გამოიძებნება ოჯახი, სადაც ერთი წევრი მაინც არ ჰყავთ მიგრაციაში. შესაბამისად, მიგრაცია ძალიან აქტუალური საკითხია ჩვენი საზოგადოებითვის. როგორც თეატრალური დასისთვის, ჩვენი ჯგუფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროცესი იყო, რადგანაც პირდაპირი მნიშვნელობით გვიწევს ხოლმე გავაცოცხლოთ მაყურებლის ემოციები და შეგრძნებები სცენაზე,” - ამბობს ვანო ხარაშვილი, ფორუმ თეატრის დირექტორი.
პროექტის ფარგლებში, ექვსი წარმოდგენა ჩატარდა ხუთ ლოკაციაზე, კერძოდ თბილისში, რუსთავში, გორში, წეროვანსა და მარნეულში. მაყურებლის მხრიდან დაინტერესება და ჩართულობა მაღალი იყო თითოეულ წარმოდგენაში.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხელს უწყობს მიგრაცია გახდეს არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ წარმოადგენდეს პოზიტიურ ძალას განვითარებისთვის. მსგავსი ღონისძიებები ამ ხედვისკენ მიმართული ნაბიჯია, რათა წავახალისოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, დავიცვათ მიგრანტთა უფლებები და გავზარდოთ საზოგადოების ცნობიერება.