-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია არის მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ და წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში, 175 წევრი ქვეყნისთვის მიგრაციის მართვის გაუმჯობესების ხელშესაწყობად. 2018 წელს IOM 30 მილიონ ადამიანს დაეხმარა, მათ შორის 23 მილიონ გადაადგილების პროცესში მყოფ ადამიანს (იძულებით გადაადგილებულ პირებს, მიგრანტებს და ლტოლვილებს) და მასპინძელი თემების 7 მილიონ წევრს. IOM-ის მიზანია ჰუმანური და მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობა ყველას სასარგებლოდ. ამას ის მთავრობებისთვის და მიგრანტებისთვის მომსახურების და რჩევის მიწოდებით აკეთებს.
IOM მუშაობს მოწესრიგებული და ჰუმანური მიგრაციის მართვის უზრუნველსაყოფად, რომ ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას მიგრაციის საკითხების ირგვლივ, მოიძიოს პრაქტიკული გამოსავალი მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების საპასუხოდ და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარება საჭიროების მქონე მიგრანტებისთვის, იქნებიან ისინი ლტოლვილები, იძულებით გადაადგილებული თუ ბინადრობის ადგილს მოწყვეტილი პირები. IOM-ის კონსტიტუცია პირდაპირ ცნობს კავშირს მიგრაციას და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას, ასევე ადამიანების თავისუფალი გადაადგილების უფლებას შორის.
IOM მუშაობს მიგრაციის მართვის ოთხი ფართო მიმართულებით: მიგრაცია და განვითარება, მიგრაციის ხელშეწყობა, მოწესრიგებული მიგრაცია და იძულებით მიგრაციაზე რეაგირება. გამჭოლი აქტივობები მოიცავს საერთაშორისო მიგრაციის სამართლის პოპულარიზაციას, პოლიტიკასთან დაკავშირებულ დებატებს და ხელმძღვანელობას, მიგრანტთა უფლებების დაცვას, მიგრაციას და ჯანმრთელობას და მიგრაციის გენდერულ განზომილებას.
საქართველოში IOM მჭიდროდ თანამშრომლობს სამთავრობო, მთავრობათაშორის და არასამთავრობო პარტნიორებთან.