ფაქტები და რიცხვები (გლობალურად)
migrants
1.7 მილიონი
trafficking
100,000
Covid
140
Fund
122

IOM-ის მიგრაციის მართვის დეპარტამენტი მუშაობს სფეროსთვის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების ჩამოყალიბებაზე; გლობალური სტრატეგიების ფორმულირებაზე; სტანდარტების დაწესებასა და ხარისხის კონტროლზე; მიგრაციის სექტორების „მეინსტრიმინგთან“ დაკავშირებული ცოდნის მართვაზე, რაც მოიცავს შრომას და მიგრაციის ხელშეწყობას, მიგრაციას და განვითარებას, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას, ნებაყოფლობითი დაბრუნების ხელშეწყობას, მიგრაციას და ჯანმრთელობას, დაუცველი მიგრანტების დახმარებას, იმიგრაციას და საზღვრის მართვას და ზოგადად, მიგრაციის მართვის სფეროში შესაძლებლობების გაძლიერებას.

ამასთან, დეპარტამენტი ასევე მართავს IOM-ის განვითარების ფონდს და პასუხისმგებელია მულტი-რეგიონული და გლობალური პროექტების განხილვაზე, დამოწმებასა და მართვაზე.

საქართველოში, IOM ხელს უწყობს მიგრაციის მართვას მიგრანტთა და ლტოლვილთა დასახმარებლად, რომ მათ უკეთ მოახერხონ ინტეგრაცია და ეხმარება მიმღებ თემებს, რომ მათ ცნონ და მხარი დაუჭირონ იმ დადებით წვლილს, რომლის შეტანაც მიგრანტებს შეუძლიათ.