-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, IOM აძლიერებს მიგრანტებზე ორიენტირებული სერვისების, მათ შორის სამედიცინო მომსახურების, ხელმისაწვდომობას და მათ უზრუნველყოფას და მუშაობს ადგილობრივ მოსახლეობასა და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან საქართველოში უცხოელი მიგრანტების უფლებების უკეთ რეალიზაციის მიზნით. IOM ახორციელებს 30 ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების ნებაყოფლობით დაბრუნებას და რეინტეგრაციას (AVRR) და აძლიერებს მათ მდგრად რეინტეგრაციას საქართველოში ინდივიდუალური ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოსოციალური დახმარების უზრუნველყოფით. IOM ასევე მხარს უჭერს დაბრუნებული მიგრანტების თემების განვითარებას, მათი ინტეგრაციისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და საერთაშორისო მობილობაზე დამოკიდებულ სფეროებში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების მიზნით. გარდა ამისა, ორგანიზაცია აძლიერებს დაბრუნების და რეინტეგრაციის სფეროში მართვის ყველა დონეზე ჩართული შესაბამისი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობებს. IOM ასევე ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოდან წარმოშობის ქვეყნებში დაბრუნებასა და რეინტეგრაციაში.