მოკლე მიმოხილვა

IOM მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, გაეროსთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ყველა ასპექტის გათვალისწინებით - პრევენცია, დაცვა, გამოძიება, თანამშრომლობა.

IOM იყენებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ყოვლისმომცველ მიდგომას. ადამიანის უფლებების დაცვა, პიროვნების და მისი გარემოცვის ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ორგანიზაციული აქტივობების მდგრადობის შენარჩუნება ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების გზით და პარტნიორული ურთიერთობების გამყარება არის IOM-ის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართულ ძალისხმევათა ერთობლიობა.

IOM-ის მრავალწლიანი გამოცდილება, რაც გამოიხატება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრობაში, ერთგვარად ამყარებს ორგანიზაციის პოზიციას, ხელი შეუწყოს მთავრობას და სამოქალაქო საზოგადოებას მიზნობრივი შესაძლებლობების გაძლიერების, პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის უზრუნველყოფით.

შესაძლებლობების გაძლიერება

2005 წლიდან, IOM ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევაში, რაც გულისხმობს კრიმინალების მოქმედებასთან გამკლავებას. ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების დახმარებით, რეგულარულად ტარდება ტრეინინგები სამთავრობო უწყებების ცოდნის ბაზის უზრუნველსაყოფად, რომლის დროსაც გათვალისწინებულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინდიკატორები.

ბავშვებით ტრეფიკინგი და ონლაინ აპლიკაციების გამოყენება მსხვერპლთა რეკრუტირებისა და ექსპლუატაციის მიზნით ის სფეროებია, რომლებზეც განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. 

IOM-ის მიერ გაწეული სამუშაო აგრეთვე მოიცავს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სხვა სახელმწიფო ორგანოების, როგორიცაა შრომის ინსპექციის სამსახურისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა სახელმწიფო ზრუნვისა და დახმარების სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას. IOM-ის მთავარი მიზანია გააძლიეროს კოორდინირებული და მრავალ-დისციპლინური მიდგომა ტრეფიკინგის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, როგორც გადამწყვეტი აქტორების, ჩართვის კუთხით.
 

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია და მსხვერპლთა დაცვა

ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და ნორვეგიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ წლების განმავლობაში მხარდაჭერილი საინფორმაციო კამპანიების საშუალებით, IOM ცდილობს დაუცველ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია, რაც მათ უსაფრთხო მიგრაციას შეუწყობს ხელს და საჭიროების შემთხვევაში, მათ ექნებათ სათანადო წვდომა დახმარებაზე.

2003 წლიდან ფუნქციონირებს IOM-ის მიგრანტთა რესურს ცენტრები (MRC) საქართველოში, რომლებიც პოტენციურ მიგრანტებსა და დაუცველ მოსახლეობას აწვდის მიგრაციის შესახებ მიუკერძოებელ ინფორმაციის და ეხმარება დაინტერესებულ პირებს გადაამოწმონ სამუშაო შეთავაზებების საიმედოობა. სოციალური მედია სულ უფრო ხშირად გამოიყენება, როგორც მიგრანტთა რესურს ცენტრების სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციის ეფექტიანი საშუალება და წარმოადგენს უსაფრთხო არხს მათთან კომუნკაციისთვის.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხის გაცნობის მიზნით, პრევენციული ძალისხმევა მოიცავს მიზნობრივ სასკოლო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ეს საკითხი შეტანილია საქართველოს ყველა სკოლის სამოქალაქო განათლების სასწავლო გეგმაში. IOM-ის მისიამ საქართველოში ყურადღება გაამახვილა ბავშვთა ტრეფიკინგზე, სხვა საშუალებებთან ერთად, მტკიცებულებათა შეგროვებასა და ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

IOM-მა და პარტნიორებმა დახმარება გაუწიეს 80 ქალს და მამაკაცს, რომლებიც გახდნენ სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციის, მონობის ან მონობის მსგავსი სიტუაციის მსხვერპლნი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კომერციული სექსუალური ექსპლუატაცია, სოფლის მეურნეობა, ქუჩაში მუშაობა და ცხოვრება, მშენებლობა და წარმოება არის ის რამდენიმე სექტორი, სადაც ხდება მსხვერპლთა ექსპლუატაცია. IOM-ის დახმარება მოიცავს უსაფრთხო განთავსებას, სამედიცინო და ფსიქო-სოციალურ დახმარებას და ნებაყოფლობით დაბრუნებასა და რეინტეგრაციაში ხელშეწყობას. IOM-ს აქვს მრავალწლიანი ურთიერთ-თანამშრომლობის ხელშეკრულება ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა სახელმწიფო ზრუნვისა და დახმარების სააგენტოსთან და თანამშრომლობს ამ სფეროში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.