-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს. ქვეყნის მასშტაბით ის უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ რეაგირებას მიგრანტთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, დაბრუნებულ პირთა და მანსპინძელი თემების ჰუმანიტარულ საჭიროებებზე პირდაპირი ჰუმანიტარული დახმარების, რეკრეაციული აქტივობების და სხვადასხვა ძალისხმევის საშუალებით. გაიგე მეტი IOM საქართველოს შესახებ.
IOM გლობალურად
IOM დაარსდა 1951 წელს და ის მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა მიგრაციის სფეროში, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს სამთავრობო, მთავრობათაშორის და არასამთავრობო პარტნიორებთან.
IOM მოიცავს 175 წევრ ქვეყანას და 8 დამკვირვებელი სტატუსის მქონე ქვეყანას, აქვს ოფისი 100-ზე მეტ ქვეყანაში და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ჰუმანური და მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობა ყველას სასარგებლოდ. ამას ის უზრუნველყოფს მთავრობებისთვის და მიგრანტებისთვის მომსახურების და რჩევის მიწოდებით.
IOM მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მიგრაციის მოწესრიგებულმა და ჰუმანურმა მართვამ ხელი შეუწყოს მიგრაციის საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობას, მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების საპასუხოდ პრაქტიკული გამოსავლის მოძიებას და საჭიროების მქონე მიგრანტებისთვის, მათ შორის ლტოლვილებისთვის და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.
IOM-ის კონსტიტუცია ცნობს კავშირს მიგრაციასა და ეკონომიკას, სოციალურ და კულტურულ განვითარებასა და გადაადგილების თავისუფლების უფლებას შორის.
IOM მიგრაციის მართვის ოთხ ფართო სფეროში მუშაობს:
- Migration and development მიგრაცია და განვითარება
- Facilitating migration მიგრაციის ხელშეწყობა
- Regulating migration მიგრაციის მოწესრიგება
- Forced migration. იძულებითი მიგრაცია.
IOM-ის გამჭოლი აქტივობები მოიცავს საერთაშორისო მიგრაციის სამართლის პოპულარიზაციას, პოლიტიკასთან დაკავშირებულ დებატებს და ხელმძღვანელობას, მიგრანტთა უფლებების დაცვას, მიგრაციას და ჯანმრთელობას და მიგრაციის გენდერულ განზომილებას.