ბოლო ორნახევარი ათწლეულის განმავლობაში, IOM-მა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობას მიგრაციისა და საზღვრის მართვის ეფექტიანი სისტემის შემუშავებაში, რომელიც უზრუნველყოფს მიგრაციის ცვალებად გამოწვევებზე ყოვლისმომცველ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის რეაგირებას. 1993 წლიდან დღემდე IOM საქართველოში მუშაობს თბილისის ცენტრალური ოფისიდან და ასევე ოთხი საველე ოფისიდან ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და თელავში.

საქართველოს დინამიურ სოციო-ეკონომიკურ კონტექსტში, IOM-მა წლების განმავლობაში იმუშავა მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე—როგორებიცაა საგანგებო მდგომარეობასა და კრიზისზე რეაგირება, იმიგრაციის და საზღვრის მართვა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია, მიგრანტების დაცვა და დახმარება, მიგრანტთა ჯანმრთელობის დაცვა, შრომითი მიგრაცია და ადამიანური რესურსის განვითარება—ასევე მხარი დაუჭირა მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებასა და კვლევას და უზრუნველყო მიგრაციასთან დაკავშირებული ყველა სტრუქტურის შესაძლებლობების გაძლიერება.

საერთაშორისო თანამშრომლობა და პარტნიორობა

საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, IOM ხელს უწყობს მიგრაციის მართვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებას, კანონის უზენაესობის დაცვით და მიგრანტთა უფლებებზე დაყრდნობით. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (SCMI) კოორდინაციით, IOM მხარს უჭერს მიგრაციის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებას და ხელს უწყობს რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობასა და პარტნიორობას. IOM მონაწილეობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში და მიგრაციის მართვის თანამშრომლობის სქემების მეშვეობით, მუშაობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესანარჩუნებლად. IOM-ის საქმიანობა ემყარება  უსაფრთხო, მოწესრიგებული და კანონიერი მიგრაციის გლობალური კომპაქტის პრინციპებსა და მიზნებს და წვილილი შეაქვს 2030 მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დღის წესრიგის განხორციელებაში.

მიგრაციის და საზღვრის მართვა

საქართველოს მთავრობასთან ყოვლისმომცველი თანამშრომლობით, IOM მხარს უჭერს მიგრაციის ეფექტიანი მართვის ჩამოყალიბებას და ხელს უწყობს მიგრაციის თანამედროვე პრაქტიკის დამკვიდრებას. ამ მნიშვნელოვან სფეროში, რომელიც არის იმიგრაციის და საზღვრის მართვა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით IOM-მა განავითარა სისტემები, პროცედურები და ინსტრუმენტები შემუშავებას, რომლებიც დაინერგა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტში. ორგანიზაციამ მხარდაჭერა გაუწია შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს და პარტნიორებს შესაძლებლობების გაძლიერებში. IOM ხელს უწყობს შრომითი მიგრაციის მართვას და სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას, კანონიერი ცირკულარული მიგრაციის შესაძლებლობების განვითარებას და საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას უცხოურ შრომის ბაზრებზე. IOM ასევე მუშაობს ქვეყანის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის მიგრაციის მნიშვნელოვან როლზე ცნობიერების ასამაღლებლად  ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე; განვითარების გეგმებსა და პროგრამებში მიგრაციის ინტეგრირება იძლევა ადგილობრივი განვითარების პოტენციალის მაქსიმალურად გაზრდის შესაძლებლობას. IOM ხელს უწყობს დიასპორისა და მიგრანტთა თემების მობილიზებას და ჩართულობას მცირე და საშუალო საწარმოების  განვითარებაში, მათ შორის დიასპორულ და ადგილობრივ ბიზნესებსა და თემებს შორის თანამშრომლობის თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებების შემუშავებაში ინვესტიციის ჩადებასა და ხელშესწყობაში.

 

 

მიგრანტების უფლებების დაცვა და მიგრანტებისა და თემების მხარდაჭერა

სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, IOM აძლიერებს მიგრანტებზე ორიენტირებული სერვისების, მათ შორის სამედიცინო მომსახურების, ხელმისაწვდომობას და მათ უზრუნველყოფას და მუშაობს ადგილობრივ მოსახლეობასა და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან საქართველოში უცხოელი მიგრანტების უფლებების უკეთ რეალიზაციის მიზნით. IOM   ახორციელებს 30 ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების ნებაყოფლობით დაბრუნებას და რეინტეგრაციას (AVRR) და აძლიერებს მათ მდგრად რეინტეგრაციას საქართველოში ინდივიდუალური ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოსოციალური დახმარების უზრუნველყოფით. IOM ასევე მხარს უჭერს დაბრუნებული მიგრანტების თემების განვითარებას, მათი ინტეგრაციისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და საერთაშორისო მობილობაზე დამოკიდებულ სფეროებში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების მიზნით. გარდა ამისა, ორგანიზაცია აძლიერებს დაბრუნების და რეინტეგრაციის სფეროში მართვის ყველა დონეზე ჩართული შესაბამისი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობებს. IOM ასევე ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოდან წარმოშობის ქვეყნებში დაბრუნებასა და რეინტეგრაციაში.

ოპერაციები და საგანგებო სიტუაციები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კატასტროფებზე რეაგირების საერთაშორისო ქსელთან მჭიდრო თანამშრომლობით, IOM მონაწილეობს მიგრაციის კრიზისის ოპერაციული ჩარჩოს (MCOF) შემუშავებაში და თემზე დაფუძნებული კატასტროფის მართვის (CBDM) პოპულარიზაციაში,  მიგრაციის კრიზისულ ასპექტებთან მეტად ეფექტიანი გამკლავების მიზნით.

ჩამოტვირთე მოკლე ინფორმაცია IOM-ის შესახებ