-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ფაქტები და რიცხვები (გლობალურად)
3 მილიარდი ამერიკული დოლარი
37 მილიონი ადამიანი
111
კონფლიქტი, შეიარაღებული ძალადობა, კატასტროფები, ეპიდემია, პანდემია და სხვა სახის კრიზისული სიტუაცია აიძულებს მილიონობით ადამიანს ზოგჯერ წლობით ან დეკადებით დატოვონ საკუთარი სახლები და თემები. ამჟამად მილიონობით ადამიანია გადაადგილებული საზღვრებს შიგნით და გარეთ. კატასტროფების გამო კი ყოველ წელს საშუალოდ 25 მილიონი ადამიანი გადაადგილდება. ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი და სხვა მიზეზები ასევე განაპირობებს მოსახლეობის ფართო მასშტაბიან გადაადგილებას.
როგორც მიგრაციაზე მომუშავე გაეროს მოწინავე სააგენტო, ჩვენი მიზანია გადავარჩინოთ სიცოცხლე და დავეხმაროთ მოსახლეობას განერიდოს ხიფათს. ჩვენ ვიცავთ და ვეხმარებით მათ, ვინც გადაადგილდება ან გაჭირვებაში იმყოფება კრიზისის გამო და ხელს ვუწყობთ მოსახლეობის და მათი თემების აღდგენას. ჩვენ ვმუშაობს იმ საზიანო მიზეზების შესამცირებლად, რომლებიც აიძულებენ ადამიანებს დატოვონ საკუთარი სახლები, ვეხმარებით ძალების სწრაფად აღდგენაში და აქცენტს ვაკეთებთ კატასტროფის რისკების შემცირებაზე, რომ გადაადგილება და მიგრაცია იყოს არჩევანი.
ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული აქტორია და ერთ-ერთია საერთაშორისო ორგანიზაციების იმ მცირე ჩამონათვალში, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს იმ პროგრამებზე, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას, განვითარებას და მშვიდობას, კრიზისის ყველა ფაზაში სიღრმისეული რეაგირების უზრუნველსაყოფად.
IOM საქართველოში უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ რეაგირებას მიგრანტთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, დაბრუნებულ პირთა და მასპინძელი თემების ჰუმანიტარულ საჭიროებებზე.