უახლესი ამბები
Global

IOM თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრაზე საპასუხოდ 161 მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვს

IOM Staff in Gaziantep loading humanitarian aid trucks headed to Northwest Syria. Photo: IOM 2023/Enver Mohammed

ჟენევა - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) თურქეთსა და ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მიწისვრის შედეგად დაზარალებულ 1.4 მილიონზე მეტი ადამიანის დასახმარებლად 161 მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვს.

„45,000-ზე მეტი გადრაცვლილისა და ორივე ქვეყანაში გაცილებით მეტი იძულებით გადაადგილებული ან დაშავებული ადამიანის გათვალისწინებით, დასაკარგი დრო არ გვაქვს“, განაცხადა IOM-ის გენერალურმა დირექტორმა - ანტონიო ვიტორინომ.

„გადაუდებელი დახმარების მზარდი საჭიროების გათვალისწინებით, მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სწრაფად მიიღოს ზომები და გამოყოს ფინანსური დახმარება.“

IOM-ის მიერ მოთხოვნილი თანხა ჩვენს გუნდს საშუალებას მისცემს, გაუწიოს გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება (ზეწრები, საძილე ტომრები, გამათბობლები, კარვები, ჰიგიენური საშუალებები, საკვები, ტანსაცმელი, საწოლები, პორტატული საშხაპეები და ტუალეტები, წამლები და, ასევე, გადაადგილებაში დახმარება) მიწისძვრისაგან დაზარალებულ 800,000-ზე მეტ ადამიანს თურქეთში და 630,000 ადამიანს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში.

ორივე ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს ზამთრის ცივი ამინდი, რაც სწრაფი, ადეკვატური და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას ზრდის.

მიწისძვრისგან დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობის გადაუდებელი და გრძელვადიანი საჭიროებების გამოსავლენად ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთის ადგილობრივ და სახელმწიფო ხელმძღვანელობასთან, რათა მზად შეხვდეს იმ სარეაბილიტაციო პროცესებს, რომელიც მალე ქვეყნის მასშტაბით დაიწყება. IOM მზადაა, გაზარდოს მხარდაჭერა ჩრდილო-დასავლეთ სირიის მიმართ, რათა საჭირო დახმარების მიღება მეტმა ადამიანმა შეძლოს.

„ვამაყობ გაზიანთეფში ჩვენი გუნდის თავდადებითა და მუშაობით, რომელიც, ურთულესი გამოწვევებისა და პირადი ტრაგედიების მიუხედავად, ორივე ქვეყანაში დაზარალებული ათასობით ადამიანის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.“ - განაცხადა ვიტორინომ.

IOM-ის ქმედება სტიქიური მოვლენების შედეგებთან ბრძოლაში მის გამოცდილებას ეფუძნება - თურქეთის ტერიტორიაზე 1,000-ზე მეტი თანამშრომელი იმყოფება, რომელთაგან 600 სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, იმ ტერიტორიაზე მუშაობს, რომელიც მიწისძვრისაგან ყველაზე მეტად დაზარალდა; სირია-თურქეთის საზღვარზე მობილობა კი, გაზიანთეფიდან იმართება. ამასთან, IOM საკუთარ გაფართოებულ მიწოდების ჯაჭვს, ლოგისტიკურ შესაძლებლობებსა და მსოფლიოში არსებულ ერთ-ერთ უდიდეს ჰუმანიტარულ საწყობს გამოიყენებს.

IOM-ის მიერ უზრუნველყოფილი დახმარების სხვადასხვა საშუალებებით, რომელთა თურქეთის მასშტაბით განაწილებაში ადგილობრივი პარტნიორები გვეხმარებიან, უკვე 154,000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. გარდა ამისა, თურქეთ-სირიის საზღარზე ახლად მოწყობილი სასაზღვრო გამშვები პუნქტების საშუალებით, IOM-მა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 80 სატვირთო მანქანა გაგზავნა, რითიც ის გახდა პირველი ორგანიზაცია, რომელმაც სირიაში მიწისძვრის შემდეგ დახმარება გაგზავნა და, ასევე, IOM გახდა პირველი, რომელმაც ახლად გახსნილი ბაბ ალ სალამისა და ალ რაის სასაზღვრო გამშვები პუნქტები გამოიყენა.

დონორებისა და პარტნიორების დამსახურებით, აღნიშნული თანხა (161 მილიონი დოლარი) IOM-ს საშუალებას მისცემს, მეტ ადამიანს დაეხმაროს.
  

IOM
-ის „გლობალურ კრიზისებზე რეაგირების პლატფორმა“ გთავაზობთ ორგანიზაციის გეგმებისა და დაფინანსების საჭიროებების მიმოხილვას, რათა უპასუხოს იმ ადამიანთა მზარდ საჭიროებებსა და მისწრაფებებს, რომლებიც 2023 წელს კრიზისის ეპიცენტრში იმყოფებიან, ან მომავალში იძულებით გადაადგილების რისკის ქვეშ მოხვედრა ემუქრებათ.

გადმოწერეთ „IOM-ის სრული მიმართვა - მიწისძვრა თურქეთსა და სირიის არაბთა რესპუბლიკაში.“

***

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

 

გაზიანთეფი:

ოლგა ბორჟენკოვა, oborzenkova@iom.int +905397927867 

ჯოზეფ ჩლელა, jchlela@iom.int +905373978403 

ლაილა გორჯეს იბრაჰიმ ტომე, ltomeh@iom.int +905354815609  

 

ვენა:

ჯო ლოური, jlowry@iom.int +436693776404  

 

კაირო:

მუჰამედალი აბუნაჯელა, mmabunajela@iom.int +201003004406  

 

ჟენევა:

საფა მსეჰლი, smsehli@iom.int +4179403552