უახლესი ამბები
Local

ახალი პროექტი ეკოლოგიური მიგრაციის გამოწვევების საპასუხოდ

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველო ახალ პროექტს იწყებს - „საქართველოში ეკოლოგიური მიგრაციის გამოწვევების დაძლევის გზები,” რომელიც მხარდაჭერილია IOM-ის განვითარების ფონდის მიერ. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას ეკოლოგიური მიგრაციის კომპლექსური და მრავალ-განზომილებიანი ფენომენის საპასუხოდ.

„გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის (COP29) პარალელურად, კიდევ უფრო აქტუალური ხდება კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილი გამოწვევები. აღნიშნული პროექტი განსაკუთრებულად დროული და არსებითია საქართველოსთვის, რადგან ამ პროექტით, ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, აგრეთვე წვლილი შეგვაქვს გლობალურ ძალისხმევაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებთან საბრძოლველად“, - განაცხადა IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ლარს იოჰან ლოუნბეკმა.

ეკოლოგიური მიგრაცია აქტუალური საქართველოში. იძულებით გადაადგილების მონიტორინგის ცენტრის 2023 წლის მონაცემებით მიხედვით, საქართველოში ბუნებრივი საფრთხის გამო 39,000-ზე მეტი ადამიანია იძულებით გადაადგილებული.

პროექტის მთავარი მიზანია გააძლიეროს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობები სხვადასხვა აქტივობებით, მათ შორის შესაძლებლობების განვითარების, ტექნიკური მხარდაჭერისა და მიზნობრივი პოლიტიკის რეკომენდაციების მიწოდებით. ეს ძალისხმევა ხელს შეუწყობს გააუმჯობესოს ცოდნა და აღქმა მიგრაციის, გარემოს და კლიმატის ცვლილების ურთიერთკავშირის შესახებ, სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შესწავლისა და ეკოლოგიური მიგრაციის ყოვლისმომცველი ანალიზის საფუძველზე. 

პროექტი მჭიდროდ ითანამშრომლებს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიათან, პარტნიორ ინსტიტუტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან საქართველოში.