უახლესი ამბები
Local

ლარს იოჰან ლოუნბეკი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა

Lars Johan Lönnback, Chief of Mission of IOM Georgia

ლარს იოჰან ლოუნბეკი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველო მისიის ახალი ხელმძღვანელია. 2024 წლის სექტემბრიდან, IOM-ის საქართველოს მისიას დამატებით დაეკისრა რეგიონალური საკოორდინაციო ფუნქციები შემდეგი ქვეყნების მისიებისთვის: სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა და ბელორუსიაში.

„ჩემთვის პატივია შემოვუერთდე საქართველოს მისიას ამ მნიშვნელოვან დროს. მოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობასთან, გაეროს პარტნიორებთან და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან ერთად მუშაობას მიგრაციის საკითხებში. IOM-ის რეგიონალური ოფისების რესტრუქტურიზაციის შედეგად, საქართველოს მისიას ახალი ფუნქცია დაემატა და ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონში ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაღრმავებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაში, რათა გავაუმჯობესოთ მისიების ეფექტურობა და უკეთ დავიცვათ მიგრანტთა უფლებები და ვუპასუხოთ მათ გამოწვევებს“, - განაცხადა ლარს იოჰან ლოუნბეკმა.

მანამდე, ის IOM მოლდოვის მისიის უფროსის თანამდებობას იკავებდა 2018 წლიდან 2024 წლამდე. მისი მოღვაწეობა IOM-ში 15 წელზე მეტ ხანს ითვლის. მისი კარიერა ორგანიზაციაში ჟენევის შტაბ-ბინაში სამმართველოს უფროსისა და მიგრაციის პოლიტიკის უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე დაიწყო, მოგვიანებით იგი მუშაობდა მიგრაციისა და განვითარების საკითხებში მიგრაციის პოლიტიკის უფროს მრჩევლად IOM-ის აზიის წყნარი ოკეანის რეგიონულ ოფისში ბანგკოკში, ტაილანდი.

IOM-მდე, ლარსი სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის მრჩევლად ბრიუსელში შვედეთის მუდმივ წარმომადგენლობაში და ეროვნულ ექსპერტად ევროკომისიაში. მისი ადრეული კარიერა ასევე მოიცავს პოლიტიკური ოფიცერის პოზიციაზე გამოცდილებას სარაევოში დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების უმაღლესი წარმომადგენლის ოფისში და UNHCR-ში ჩრდილოეთ ერაყსა და რუსეთის ფედერაციაში. 

IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს  მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორებიცაა საგანგებო მდგომარეობასა და კრიზისზე რეაგირება, იმიგრაციის და საზღვრის მართვა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია, მიგრანტების დაცვა და დახმარება, მიგრანტთა ჯანმრთელობის დაცვა, შრომითი მიგრაცია და ადამიანური რესურსის განვითარება. ახალი ცვლილებების თანახმად, საკოორდინაციო ფუნქციების მქონე ქვეყნის ოფისი სტრატეგიულ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს თავისი არეალის ქვეშ მყოფ ქვეყნებს.