დღესდღეობით მილიარდზე მეტი ადამიანი მთელს მსოფლიოში გადაადგილდება საზღვრებს გარეთ ან საკუთარ ქვეყნებში. საზღვრების გადაკვეთისას ენობრივი ბარიერები მიგრანტებსა და სასაზღვრო მოხელეებს შორის გამოწვევაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადგილზე თარჯიმნები ხელმისაწვდომი არ არიან. პირველადი კონტაქტის დროს ეფექტური კომუნიკაცია არის მიგრანტების უფლებების პატივისცემის, დაცვისა და შესრულების გასაღები. მიგრანტებთან კომუნიკაციისას ოფიციალური პირების დასახმარებლად, მაშინ, როდესაც პირდაპირი თარგმანი ხელმისაწვდომი არ არის IOM - გაეროს მიგრაციის სააგენტომ შეიმუშავა MiTA – მიგრაციის სათარგმნი აპლიკაცია. MiTA მობილური აპლიკაციაა, რომელიც სასაზღვრო მოხელეებსა და მიგრანტებს შორის საბაზისო კომუნიკაციის საშუალებას იძლევა.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, IOM-მა საკუთარი EMERGE პროექტის ფარგლებში, აპლიკაციის სარგებლიანობის უზრუნველსაყოფად, მას ქართული და სომხური ენები დაამატა ქართველი მესაზღვრეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებისთვის, რომლებიც ხშირად არიან კონტაქტში მიგრანტებთან.