მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) 1951 წელს დაარსდა. მიგრაციის საკითხებზე მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში 1993 წლიდან მოქმედებს.

სახელმწიფო სააგენტოებისა და ცალკეული ინდივიდების დახმარების მიზნით, IOM ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში სხვადასხვა აქტივობას ახორცილებს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული IOM-ის ძირითადი აქტივობები ეხება საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაძლებლობების გაძლიერებას, მიგრაციის მართვის სტანდარტების გაუმჯობესებასა და მიგრანტების უფლებების დაცვას. საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის კონტექსტში, IOM განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პოტენციური მიგრანტების ინფორმირებას ევროპაში მიგრაციის შესახებ და ამით ხელს უწყობს უსაფრთხო და კანონიერ მიგრაციას.

ინფორმირებული მიგრაციის ვებგვერდი ევროკავშირის ხელშეწყობით მუშაობს და საზღვრისა და მიგრაციის მართვასთან დაკავშირებული ევროკავშირის მიერ დაფინანსებული IOM-ის პროექტების შესახებ განახლებულ ინფორმაციას გვაწვდის. აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს საინფორმაციო პლატფორმას როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე პოტენციური მიგრანტებისთვის. ვებგვერდი საინფორმაციო მხარდაჭერას უწევს საქართველოში მცხოვრებ მიგრანტებსაც.

 

ეს ვებსაიტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია IOM და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.