საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა 2017 წლის მარტიდან გახდა შესაძლებელი. ეს მეტად პოზიტიური მოვლენაა, თუმცა საჭიროა ისეთი საკითხების განმარტება, როგორიცაა თუ რა დოკუმენტებია საჭირო ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გასამგზავრებლად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ვიზა აღარ ესაჭიროებათ და მუშაობის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები.

IOM-ს საქართველოში პოტენციური მიგრანტებისთვის კონსულტაციის თუ საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზების გზით ევროკავშირის წევრ და სხვა დანიშნულების ქვეყნებში კანონიერი მიგრაციის შესაძლებლობებზე, უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებულ რისკებზე, მაგალითად ადამიანით ვაჭრობა და შრომითი ექსპლუატაცია, სანდო ინფორმაციის უზრუნველყოფის დიდი გამოცდილება აქვს.

ეწვიე IOM-ის მიგრანტთა რესურს ცენტრს შენს რეგიონში და მიიღე უახლესი ინფორმაცია მიგრაციის ირგვლივ აქტუალურ თემებზე. დაგვიკავშირდი, თუ გსურს ჩავატაროთ შეხვედრა რომელიმე კონკრეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ქალაქში ან სოფელში.

გაწევრიანდი IOM-ის FB ჯგუფში "უვიზოდ ევროპაში", მიიღე განახლებული ინფორმაცია ევროკავშირში მიმოსვლასთან და მიგრაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე და გაეცანი პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე.