-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღე: საინფორმაციო შეხვედრა მოწყვლად თემთან საქართველოში
თბილისი, საქართველო: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღის აღსანიშნავად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისია ბათუმში მდებარე „ოცნების ქალაქის“ დასახლებას ეწვია და იქ მცხოვრებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა ადამიანებით ვაჭრობის საფრთხეების შესახებ. შეხვედრისას ძირითადი აქცენტი გაკეთედა იძულებით შრომასა და სოციალური მედიის როლზე რეკრუტირების პროცესში. ეს სწორედ ის მწვავე საკითხებია, რომლებიც აქტუალური გახდა ამ თემის წევრებისთვის.
2012 წელს დაარსებულ „ოცნების ქალაქში“ 1,000-მდე ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც მთიანი რაიონებიდან ბათუმში სიღარიბისა და კლიმატით გამოწვეული შიდა მიგრაციის გამო გადმოსახლდნენ. დასახლებაში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის წევრები ცხოვრობენ, მათ შორის რელიგიური უმცირესობები, სოციალურად დაუცველი ქალები და ეკომიგრანტები, რომელთაგან ბევრი პოტენციური მიგრანტი შეიძლება გახდეს უცხო ქვეყანაში.
„ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს მუდმივ ინფორმირებულობას და განათლების მიწოდებას, განსაკუთრებით დაუცველ თემებში, როგორიცაა „ოცნების ქალაქი“, სადაც ექსპლუატაციის რისკები მაღალია“, - თქვა ლარს იოჰან ლოუნბეკმა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა. „უსაფრთხო მიგრაციისა და ტრეფიკინგის საშიშროების შესახებ ცოდნის გაზიარებით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ თავი დაიცვან ტრეფიკერების ხელში ჩავარდნისგან“, - დასძენს ის.
ეს ადამიანები ხშირად არარეგულარული, ცირკულარული შრომითი მიგრაციის გზით თურქეთში გადადიან სოფლის მეურნეობის სფეროში სამუშაოდ. მიუხედავად შემოსავლების მიღების შესაძლებლობებისა, ამ მიგრანტთაგან ბევრს მძიმე სამუშაო პირობები აქვს.
დროებითი შრომითი მიგრაცია მნიშვნელოვანი პრობლემაა 14-დან 22 წლამდე ასაკის მრავალი ახალგაზრდისთვის, რომელთა მშობლებიც ხშირად აგზავნიან თავიანთ არასრულწლოვან შვილებს ასაკისა და ფიზიკური განვითარებისთვის შეუფერებელი სამუშაოს შესასრულებლად. ასეთი სამსახურები, როგორც წესი, მოითხოვს ხანგრძლივ სამუშაო საათებს, საშუალოდ 9-10 საათის უწყვეტ ფიზიკურ შრომას დღის მანძილზე.
ამასთანავე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების* ანგარიშების თანახმად, გამოვლინდა ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემთხვევებიც, რაც ხაზს უსვამს სეზონულ დასაქმებასთან დაკავშირებულ რისკებსა და გამოწვევებს და აუცილებელს ხდის საზოგადოების დაუცველი პირების დაცვასა და მხარდაჭერას.
შეხვედრისას ნათელი გახდა რომ მონაწილეები არ ფლობენ შესაბამისს ცოდნას ადამიანებით ვაჭრობის პრობლემის შესახებ. ისინი მას უპირატესად განიხილავდნენ როგორც სექსუალურ ექსპლუატაციას. ერთ-ერთმა მონაწილემ გაიხსენა მისი პირადი გამოცდილება თურქეთში მუშაობისას, როდესაც დამქირავებელი მას იარაღით დაემუქრა, მას შემდეგ რაც, ის ცუდი სამუშაო პირობების გამო სამსახურის დატოვებას ცდილობდა. დახმარების გამოძახების მცდელობა უშედეგო იყო, რადგან ადგილობრივ ტაქსის მძღოლებს დამსაქმებლის შურისძიების შეეშინდათ.
შეხვედრაზე მონაწილეთა მხრიდან, ასევე, გამოვლინდა ლეგალური მიგრაციის გზებისა და უსაფრთხო მოგზაურობისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის შესახებ ცოდნის ნაკლებობა, მათ შორის უვიზო რეჟიმის პირობების სწორად გამოყენების მიმართულებით შენგენის ზონაში მუშაობის, სწავლისა ან სამედიცინო მიზნებისთვის. IOM-ის გუნდმა მონაწილეებს გაუზიარა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი სერვისებისა და დახმარების მიღების გზების შესახებ.
„ჩვენი საქმიანობა, ევროკავშირთან პარტნიორობით, კვლავ ფოკუსირებული იქნება პრევენცისა და დაცვაზე, აგრეთვე მსხვერპლთათვის სათანადო მხარდაჭერის აღმოჩენაზე“, - აღნიშნავს ლარს იოჰანი.
IOM საქართველო ევროკავშირთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს მთავრობას ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიმდინარე ძალისხმევა ფოკუსირებულია სპეციალიზებული პოლიციის ოფიცრების, პროკურორების და ასევე შრომის ინსპექტორების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა ებრძოლონ ტრეფიკინგის დანაშაულებრივი მოქმედების ხერხებს (modus operandi) და აიმაღლონ ცნობიერება ონლაინ რეკრუტირებისა და ტრეფიკინგის სხვა ფორმების შესახებ.
ეს ინიციატივები პროექტის “გაუმჯობესებული სპეციალიზაცია მიგრაციის მმართველობისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის სფეროში საქართველოში (SPECS)" ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ.
* რედაქტორის შენიშვნა: საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში: „ბავშვთა შრომა ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს და მის ფარგლებს გარეთ“.