-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება მდგრადი რეინტეგრაციისთვის
12 ივლისს, IOM საქართველოს მისიამ უმასპინძლა რეგიონალურ სამუშაო შეხვედრას მიგრანტთა დაბრუნებისა და მდგრადი რეინტეგრაციის საკითხებზე რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ღონისძიებაზე, რომლის მიზანი გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება იყო, შეიკრიბა ოფიციალური პირები საქართველოდან, სომხეთიდან და მოლდოვიდან, IOM-ის კოლეგებთან და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენელთან ერთად.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა დაბრუნებული მიგრანტების ეფექტური რეინტეგრაციის აუცილებლობა საკუთარ ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში რთული სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორების გათვალისწინებით. IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა ღონისძიების გახსნისას, აღნიშნა მსგავსი პლატფორმის მნიშვნელობა, სადაც დაინტერესებულ მხარეებს შეეძლებათ თავიანთი გამოცდილების და წარმატებული გამოცდილების გაზიარება რეინტეგრაციის თემატიკაზე, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს მონაწილეთა ინფორმირებულობასა და ცოდნას და წაახალისებს კარგი პრაქტიკის გადმოღებას და განხორციელებას თავიანთ ქვეყნებში.
დისკუსიისას, მონაწილეებმა განიხილეს პოლიტიკისა და მმართველობის კრიტიკული როლი რეინტეგრაციის პროცესში, აგრეთვე დამხმარე პროგრამების აუცილებლობა და გავლენა. მოლდოვის მაგალითზე წარმოდგენილი იყო მიგრაციის დადებითი გავლენა ადგილობრივი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მთავრობების პროაქტიულ როლზე სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელების და რეინტეგრაციის პროგრამების გრძელვადიანი მდგრადობის მიმართულებით. სემინარზე ასევე წარმოდგენილი იყო მდგრადი რეინტეგრაციის სათემო მაგალითები საქართველოდან და სომხეთიდან.
აღნიშნული შეხვედრა ამ წლის დასაწყისში სომხეთში ჩატარებული სასწავლო ვიზიტის გაგრძელებას წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთობლივი პროგრამის განხორციელება, მონაწილე ქვეყნებს შორის უკეთესი თანამშრომლობის მიდგომების ჩამოყალიბებისა და მიგრანტთა მდგრადი რეინტეგრაციის გასაძლიერებლად. პროგრამა ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ფონდის თანადაფინანსებით.