უახლესი ამბები
Local

IOM-ის დაფინანსების მოთხოვნა სამხრეთ კავკასიაში COVID-19-ით განპირობებულ საჭიროებებზე საპასუხოდ

IOM-ის მისიები სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში 2021 წლის იანვრიდან დეკემბრამდე სამხრეთ კავკასიაში COVID-19-ის და საჭიროებების საპასუხოდ  7.7 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვენ. მოთხოვნა შესაბამისობაშია IOM-ის 2021 წლის „COVID-19-თან სტრატეგიული ბრძოლისა და სიტუაციის გაუმჯობესების გლობალურ გეგმასთან“.  მოთხოვნაში აღწერილი გეგმები სხვადასხვა სფეროებში საჭრიო აქტივობებს მოიცავს, რომლებიც შეესაბამება რეგიონში IOM-ის შესაძლებლობებსა და ექსპერტიზას: კოორდინაცია და პარტნიორობა, რისკის კომუნიკაცია და საზოგადოების ჩართულობა,  შესვლის წერტილი, დაცვა, გადაადგილების აღრიცხვა, ლოჯისტიკა, შესყიდვის და მიწოდების ჯაჭვის მართვა. რომლებიც შეესაბამება რეგიონში IOM-ის შესაძლებლობებსა და ექსპერტიზას.

2020 წელს IOM-მა სამხრეთ კავკასიაში COVID-19-თან საბრძოლველად სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობების მხარდასაჭერად მასშტაბური ჰუმანიტარული პროგრამები განახორციელა. 2021 წელს ყველაზე დაუცველნი მიგრანტები და მიგრაციაზე დამოკიდებული ადამიანები არიან, რომლებსაც პანდემიასთან ერთად, სამედიცინო სერვისებზე წვდომის პრობლემებიც აქვთ. ამასთან, მათი საჭიროებები კიდევ უფრო მძაფრდება ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ მიღებული პრევენციული ზომების შედეგად და აღნიშნულ შესაძლებლობებზე პრაქტიკული წვდომის არარსებობით. ამასთან, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე არიან, რადგან მათ თავდაცვითი საშუალებების გარეშე უწევთ ცხოვრება, რასაც ინფორმაციის დეფიციტიც ემატება.

შესაბამისად, IOM კიდევ უფრო მეტად ცდილობს რეგიონის მოსახლეობაში პანდემიით გამოწვეული საჭიროებების დაკმაყოფილებას და სამხრეთ კავკასიაში უცხოელი მიგრანტების, კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისა და მიგრაციაზე დამოკიდებული ადამიანების დახმარებას.

ჩამოტვირთე მოთხოვნის დოკუმენტი (ინგლ.)