-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ჰუსეინი 26 წლის ერაყელი სტუდენტია, რომელიც ქუთაისში 2015 წლიდან ცხოვრობს.
ჰუსეინი საქართველოში 2015 წელს ჩამოვიდა და „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. საქართველო სხვა ქვეყნებს მოქნილი საიმიგრაციო პოლიტიკის და იმის გამო არჩია, რომ ის მის სამშობლოსთან ახლოს მდებარეობს. საქართველოში ჩამოსვლიდან მალე მისი მშობლიური სალაჰ-ედ-დინი სამხედრო კონფლიქტის ცხელ წერტილად იქცა და ახლა ჰუსეინს სახლში დაბრუნების ეშინია. ამასთან, იმაზეც ნერვიულობს, რომ საქართველოში დაბრუნებისას ქვეყანაში შემოსვლაზე უარს ეტყვიან, როგორც ერაყის სხვა ბევრ მოქალაქეს. ჰუსეინი ბინადრობის უფლების გახანგრძლივებას ცდილობს. მას მშობლები და დები ენატრება და ყველაზე მეტად მათთან სტუმრობა და შემდეგ საქართველოში მშვიდ ცხოვრებასთან დაბრუნება სურს.
ჰუსეინი იხსენებს, რომ ქუთაისში ჩამოსვლის პირველი დღეები ენის ბარიერიდან გამომდინარე რთული იყო, მაგრამ ორი ქვეყნის კულტურებსა და ტრადიციებს შორის მსგავსებებმა ადაპტაცია დააჩქარა. საქართველოში ყოფნის პერიოდში ჰუსეინმა ქართული ისწავლა და ადგილობრივებთან კომუნიკაციას თავისუფლად ახერხებს. ჰუსეინი ყველა მეზობელს იცნობს და თავს ადგილობრივად მიიჩნევს. ჰუსეინს ქართველი შეყვარებული ჰყავს, რომელთან ერთადაც ოჯახის შექმნა და მშვიდი, ბედნიერი ცხოვრების გატარება სურს.
ჰუსეინის თქმით, მან ქუთაისში მეორე სახლი იპოვა და ახლა თავს ქართველად და ერაყელად მიიჩნევს. „ერაყი იმდენად არ მენატრება, როგორც ქუთაისი მომენატრებოდა, ერაყში რომ ვიყო“, ამბობს ჰუსეინი, რომელმაც უნივერსიტეტი ცოტა ხნის წინ დაამთავრა და ახლა სამსახურს ეძებს. ჰუსეინს მუშაობა სამედიცინო დარგში სურს, მაგრამ სხვა შესაძლებლობებსაც სიამოვნებით განიხილავს.
ფოტო: ერიკ გურლანი