-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
როდესაც მიგრანტს შეხვდებით, დაუთმეთ ერთი წუთი მის მდგომარეობაზე ფიქრს. საკუთარი თავი მის ადგილას წარმოიდგინეთ და თანაგრძნობით მიუდექით. დაფიქრდით, რამ განაპირობა მათი სწორი თუ არასწორი არჩევანი. დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ რთული მდგომარეობის შემსუბუქებასა და მათი მიგრაციის გზის დადებითი შედეგის მიღწევაში.
მოგესალმებით საქართველოს ოფისში! გაგვიზიარეთ რა არის თქვენი მთავარი პრიორიტეტები და მიზნები საქართველოს ოფისისთვის?
საქართველოს ოფისმა ძალიან დადებითი პირველი შთაბეჭდილება შემიქმნა. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო აქაური გუნდის სამუშაოს მრავალფეროვნება, თავდადება და ერთგულება საქმის მიმართ.
მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არის ლეგალური მიგრაციის გზების განვითარება, განსაკუთრებით კი, ქართველი მიგრანტების მხარდაჭერის კონტექსტში. გარე მიგრაციის განხილვისას გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი: პირველ რიგში, უნდა შევეცადოთ, რომ მიგრაციის გამოცდილება მაქსიმალურად დადებითი და სასარგებლო იყოს როგორც ერთეული მიგრანტისთვის, ასევე მათი ოჯახებისთვის. ევროკავშირი რჩება მიმზიდველ დანიშნულების პუნქტად მიგრანტებისთვის როგორც საქართველოდან, ასევე მოლდოვიდან, სომხეთიდან და უფრო შორეული - დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან. ევროკავშირი ბევრ პერსპექტივას და გადაადგილების თავისუფლებას გვთავაზობს სავიზო მოთხოვნების არარსებობის გამო. თუმცა, ასევე არსებობს მრავალი გამოწვევა და საფრთხეც კი, მათ შორის, არარეგულარულ სიტუაციებში მოხვედრის რისკი, რომელიც შეიძლება ტრეფიკინგისა და ადამიანებით ვაჭრობის შემთხვევებში გადაიზარდოს, და ძალიან უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.
გარე მიგრაციაზე საუბრისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევების ჩატარება, რათა შევისწავლოთ მიგრანტების ცხოვრების რეალური გარემოებები, და როგორც პოზიტიური, ასევე უარყოფითი გამოცდილებები. IOM-ის საქართველოს მისიამ წამყვანი როლი უნდა შეასრულოს ამ ძალისხმევაში. ჩვენი მთავარი მიზანია ქართველი მიგრანტების მდგომარეობის სიღრმისეული გააზრება, და მაქსიმუმის გაკეთება ჭეშმარიტად მოწესრიგებული, ლეგალური, უსაფრთხო და სასარგებლო მიგრაციის გზების შექმნისთვის. ამ მიზნის მისაღწევად უნდა გავითვალისწინოთ ისეთ მნიშვნელოვანი დაბრკოლებები, როგორიცაა მიგრანტთა ექსპლუატაციის მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც არაკეთილსინდისიერი დასაქმების სააგენტოები ეწევიან. ასეთი მოქმედებას ხშირად მივყავართ ისეთ ექსტრემალურ სიტუაციებამდე, როგორიცაა ტრეფიკინგი და იძულებითი შრომა.
ჩემი კიდევ ერთი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა კლიმატით გამოწვეულ მიგრაციასთან გამკლავებაში. სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოც განიცდის მნიშვნელოვან ურბანიზაციას, რომელიც ნაწილობრივ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შიდა მიგრაციითაა განპირობებული. კლიმატის ცვლილება დიდ გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობასა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებზე. ეს ტენდენცია კარგად დავინახე მოლდოვაში ჩემი ხუთ წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, და საქართველოშიც ვხედავ მსგავს გამოწვევას.
ეს არის ის ორი ძირითადი სფერო, რომელიც მოითხოვს ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას.
საქართველოს ოფისს ახლახანს შეემატა საკოორდინაციო ფუნქცია ქვე-რეგიონალური ქვეყნებისთვის. შეგიძლიათ აგვიხსნათ რას მოიცავს ეს ახალი ფუნქცია და როგორ იმოქმედებს ის აქ შესრულებულ სამუშაოზე. ასევე რას ნიშნავს ეს სხვა მისიებისთვის?
საქართველოს ოფისისთვის ახლად შეძენილმა საკოორდინაციო ფუნქციამ დამატებითი სარგებელი უნდა მოუტანოს ჩვენი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ქვე-რეგიონს, რომელიც მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, მოლდოვას და ბელარუსს.
ამ ქვეყნებს ბევრი მსგავსება და საერთო გამოწვევა აკავშირებთ ერთმანეთთან. ეს განსაკუთრებით სომხეთს, საქართველოს და მოლდოვას ეხება. ამ ქვეყნებს შორის უკვე არსებობს რიგი ერთობლივი პროექტებისა. საქართველოს ოფისის ეს ახალი როლი კი ხელს შეუწყობს მსგავსი შესაძლებლობების გაძლიერებას, თანამშრომლობის გაღრმავებას და პროექტების უფრო მეტად განვითარებას ამ ქვე-რეგიონში.
ბელარუსში საერთაშორისო სანქციების გამო რთულია საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მუშაობა, განსაკუთრებით მიგრაციის საკითხებზე. თუმცა, ახლა უკვე საქართველოს მისიის მხარდაჭერით, ბელარუსის მისიას მეტი ადმინისტრაციული და პროგრამული შესაძლებლობა უჩნდება მის წინაშე მდგარი გამოწვევების გადასაჭრელად. აზერბაიჯანში კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, კლიმატის ცვლილებაზე, ურბანიზაციასა და შიდა გადაადგილებაზე. კლიმატის ცვლილება საერთო თემაა, და მას მრავალი კუთხით უნდა ვუპასუხოთ.
საქართველოს მისიას მდიდარი გამოცდილება აქვს, რომელიც, მსურს, ჩვენმა ოფისმა მაქსიმალურად გაუზიაროს სხვა მისიებს, და შექმნას თანამშრომლობის საუკეთესო შესაძლებლობები კოლეგებისთვის. სხვა ქვეყნების უნიკალური მახასიათებლების - განსხვავებების და მსგავსებების გაცნობიერებით და გამოცდილების გაზიარებით ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ველოსიპედის ხელახლა გამოგონება .
როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობის გაძლიერება პარნტიორებთან საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში ჩვენი მისიის მიზნების მისაღწევად?
გაეროს ქვეყნის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჩემი ერთ-ერთი მიზანია გაეროს მიგრაციის ქსელის გაძლიერება. მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმ სფეროებზე, სადაც ჩვენი და გაეროს სხვა სააგენტოების საქმიანობის არეები და პრობლემათა ხედვა თანხვედრაშია. მაგალითად, UNFPA-სთან თანამშრომლობა დემოგრაფიულ საკითხებზე დაგვეხმარება დავინახოთ მიგრაციის მდგომარება როგორც ინდივიდუალური მიგრანტის, ასევე ზოგადი დემოგრაფიული ჭრილიდან.
სამედიცინო მიზნით მიგრაცია კიდევ ერთი მწვავე საკითხია. ბევრი ადამიანი საქართველოდან სწორედ მკურნალობის მიზნით მიდის. ჩვენი მიზანია, დავადგინოთ კონკრეტული საჭიროებები ამ მიმართულებით და გავაღრმავოთ თანამშრომლობა WHO-სთან. ფულადი გზავნილები ძლიერ გავლენას ახდენს მრავალი ქვეყნის მშპ-ზე. ამ კუთხით შეგვიძლია ვითანამშრომლოთ UNDP-სთან, მსოფლიო ბანკთან, რათა შევაძლებინოთ მიგრანტებს, უკეთ გამოიყენონ ფულადი გზავნილები და შეიქმნან საინვესტიციო შესაძლებლობები.
აზიის განვითარების ბანკი ასევე დაინტერესებულია ინფრასტრუქტურული პროექტებით, სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებითა და ვაჭრობის ხელშეწყობით. მოძრაობის გაზრდასთან ერთად ჩნდება თანამედროვე ინფრასტრუქტურის, ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების, და ხელოვნური ინტელექტის საჭიროება. ეს ასევე მოითხოვს, მთავრობას ჰქონდეს საზღვრის ინტეგრირებული მართვის სისტემები, რათა ხელი შეუწყოს უსაფრთხო და ეფექტურ გადაადგილებას.
რა სტრატეგიებს მოიაზრებთ იმ ძირითადი გამოწვევების გადასაჭრელად, რომლებიც დგას საქართველოს ოფისისა და მთლიანად რეგიონის წინაშე?
მიგრაცია ყოველთვის იყო და იქნება კაცობრიობის განვითარების განუყოფელი ნაწილი და ამიტომ მას დადებითად და კონსტრუქციულად უნდა მივუდგეთ.
ჩვენს რეგიონს ახასიათებს პოლიტიკური ლანდშაფტისა და შესაძლებლობების სწრაფი ცვლილებები. მიგრაციის საკითხები ხშირად ხდება პოლიტიკური დისკუსიების საგანი. ტერიტორიული დავები იწვევს ხალხის მასიური ნაკადების გადაადგილებას, რასაც ვხედავთ სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაშიც. ამ სენსიტიურ საკითხებზე მუშაობა მოითხოვს ფრთხილ და გააზრებულ მიდგომას.
ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია არის სტრუქტურულ საკითხებზე ფოკუსირება და მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა მდგრადი გადაწყვეტილებების უზრუნველსაყოფად, ნაცვლად მხოლოდ ერთჯერადი ინტერვენციებისა. ეს კი გულისხმობს ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებზე მუშაობას, როგორიცაა შრომითი მიგრაცია და მიგრანტთა ჯანმრთელობა, სადაც ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებების განხორციელება. გაეროს სააგენტოებთან პარტნიორობა ასევე გადამწყვეტია ამ გამოწვევების ეფექტურად გადაჭრისთვის.
ბოლოს, რა არის თქვენი მთავარი გზავნილი თანამშრომლებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველოს მისიის თქვენებური ხედვის შესახებ და როგორ შეგვიძლია ჩვენ წვლილი შევიტანოთ მის წარმატებაში?
IOM-ის მისიის მთავარი ამოცანა საქართველოში მიგრაციული გზების და მიგრანტთა პერსპექტივების საფუძვლიანი შესწავლაა. ჩვენი მიზანია, გავიგოთ, თუ რა ამოძრავებთ მიგრანტებს და როგორ შეგვიძლია მათ გამოცდილებაზე დადებითი გავლენა ვიქონიოთ, როგორ გავხადოთ მათი გზა უფრო უსაფრთხო, და თავიდან ავაცილოთ ტრეფიკინგი და მსგავსი საფრთხეები.
ჩვენი დრო მიგრაციის საკითხებზე სამუშაოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდია, რადგან მოწმენი ვართ ისეთი გამოწვევებისა, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მიგრაციული დინამიკის სწრაფი ცვლა. ჩვენი მიდგომების სისტემატურ გადახედვასა და ადაპტირებას გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს ასეთ ცვლილებებთან გასამკლავებლად.