-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
"ის, რაც ერთი შეხედვით ძალიან კარგად ჟღერს, დიდი ალბათობით არ არის სიმართლე და მხოლოდ ლამაზად შეფუთული ხაფანგია."
ამარა* და მისი ორი მეგობარი, ტაილანდის პატარა სოფლიდან უკეთესი ცხოვრების საძიებლად 6,000 კმ-ით დაშორებულ ქვეყანაში გაემგზავრა. მათ ონლაინ „მეგობარი“ გაიცნეს, რომელიც მაღალ-ანაზღაურებად სამსახურს შორეულ საქართველოში დაპირდა.
„ონლაინ გასაუბრების შემდეგ, შემოგვთავაზეს კარგი ანაზღაურება სილამაზის სალონში საქართველოში - ქვეყანაში, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცოდით. ვიფიქრეთ, რომ ეს იყო შანსი, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეგვეცვალა,“ - ამბობს ამარა. თუმცა, მათი ოცნება მალე კოშმარად გადაიქცა.
საქართველოში ჩასვლისთანავე ამარას და მის მეგობრებს პასპორტები ჩამოართვეს და დაპირებული ბათუმის ზღვისპირა კურორტის ნაცვლად, სხვა ქალაქში კერძო სახლში გამომწყვდეულები აღმოჩნდნენ. ფიზიკური ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ისინი იძულებულნი გახდნენ “მომსახურებოდნენ” კლიენტებს, ხოლო მათი „დამქირავებელი“ ექსლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს თავად ისაკუთრებდა.
"ის, რაც ერთი შეხედვით ძალიან კარგად ჟღერს, დიდი ალბათობით არ არის სიმართლე და მხოლოდ ლამაზად შეფუთული ხაფანგია", - სევდიანად ამბობს ერთ-ერთი მსხვერპლი.
ორი თვის შემდეგ, ადგილობრივი პოლიცია მოულოდნელად შეიჭრა სახლში, რითაც დასრულდა ამ ქალების კოშმარული განსაცდელი. მათი „დამქირავებელი“ ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს, რომელსაც მოგვიანებით სასამართლომ 12 წლიანი სასჯელი მიუსაჯა. ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებული ტაილანდიელი ქალები სპეციალურ თავშესაფარში მოათავსეს. მათ სურდათ სამშობლოში, საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. საქართველოს მთავრობამ დახმარებისთვის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიას მიმართა, რათა ტაილანდში ქალების ნებაყოფლობით დაბრუნებაში დახმარება აღმოეჩინათ.
„ჩვენ წლებია ვაძლიერებთ ქართველი სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობებს, ტრეფიკინგის შემთხვევების ეფექტური გამოძიების საუკეთესო პრაქტიკებისა და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების გაცნობით და დანერგვით. მოხარული ვართ, რომ ვხედავთ ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგს. საქართველოში ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიების მაჩვენებელი სტაბილურად გაიზარდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და ტრეფიკინგის მსხვერპლებს აქვთ წვდომა გაუმჯობესებულ სერვისებზე, რაც მათ ღირსეულ მოვლასა და დაცვას უზრუნველყოფს“, - აცხადებს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.
IOM საქართველოს გუნდმა აქტიურად ითანამშრომლა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და IOM-ის კოლეგებთან ტაილანდში, მათი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის დასაჩქარებლად. ქალებმა მიიღეს ფულადი კომპენსაცია საქართველოს მთავრობისგან და რეინტეგრაციის დახმარება IOM საქართველოსგან.
IOM-ის რეინტეგრაციის გრანტის წყალობით, ისინი ამჟამად საკუთარ ოჯახებს ეხმარებიან, გრანტის თანხით სახლის სახურავის შეკეთება და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქონლის სარეალიზაციოდ ვაჭრობა გადაწყვიტეს.
„ცხოვრება კვლავ რთულია, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენი კოშმარი დასრულდა. ჩვენ ოჯახებთან ერთად ვართ და მწარე გაკვეთილი მივიღეთ“, - ამბობს ამარა.
IOM ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რათა დანერგოს მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომა ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2000 წლიდან, IOM საქართველომ დახმარება გაუწია 80 ტრეფიკინგის მსხვერპლს ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის კუთხით თავიანთ ქვეყნებში, რომელთა უმეტესობა ქალები იყვნენ ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.
დამატებითი ინფორმაციისთვის ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართულებით IOM საქართველოს საქმიანობის შესახებ, იხილეთ აქ.
*სახელი შეცვლილია ვინაობის კონფიდენციალობის დასაცავად.