2013 წლიდან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი ახორციელებს ყოვლისმომცველ პროგრამას სახელწოდებით „საქართველოდან ნებაყოფლობითი დაბრუნება და რეინტეგრაცია“. ეს პროგრამა ხელმისაწვდომია საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის, რომლებიც გამოხატავენ სამშობლოში დაბრუნების სურვილს, მაგრამ ამის რესურსი არ აქვთ. ეს პროგრამა მოიცავს გამგზავრებამდე კონსულტაციას და ჰუმანიტარულ დახმარებას, მგზავრობის ორგანიზებასა და შემდგომ რეინტეგრაციას მათ მშობლიურ თემებში, ადგილობრივი IOM-ის ოფისების ჩართულობით.  

ცალკეული პირების მიმოსვლის ორგანიზების გარდა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლებას დაბრუნების მართვის მაღალი სტანდარტების შემუშავებაში, მათ შორის, დროებითი განთავსების ცენტრში დაბინავებული მიგრანტებისათვის, იმ პრინციპზე დაყრდნობით, რომ ნებაყოფლობით დაბრუნებას უნდა ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა იძულებითი დაბრუნების ალტერნატივასთან შედარებით.

უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია 1,100-მდე მიგრანტს დაეხმარა შინ ღირსეულად დაბრუნებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის პროგრამის შესახებ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტა: iomtbilisi@iom.int. გთხოვთ, შეტყობინების სათაურში მიუთითეთ „IOM-ის დაბრუნების დახმარების მოთხოვნა“.