2020 წლის 30 ივნისს გაეროს ქვეყნის გუნდმა (UNCT) საქარველოში გაეროს მიგრაციის ქსელი დააარსა, რომელიც  უზრუნველყოფს გაეროს სააგენტოების კოორდინირებულ საქმიანობას და ერთიან კომუნიკაციას შესაბამის სტრუქტურებთან საქართველოში მიგრაციის  პოლიტიკისა და მიგრაციის პროცესების ეფექტიანი მართვის გასაძლიერებლად და ასევე საქართველოს მთავრობის ეფექტიან და კოორდინირებულ  მხარდაჭერას მიგრაციის 2016-2020 და 2021-2030 წწ. სტრატეგიის განხორციელებაში.

ქსელის, რომლის თანათავმჯდომარეობასაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) და გაეროს მუდმივი კოორდინატორის სამსახური არიან, მისი მიზანია მიგრაციის სფეროში განხორციელებულ საქმიანობასა და სიახლეებზე მის წევრებს შორის ინფორმაციის მუდმივი გაცვლა, თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან და სხვა პარტნიორებთან. გაეროს მიგრაციის ქსელი აქტიურად თანამშრომლობს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან (SCMI), ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებასთან, საერთაშორისო, არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რომლებიც საქართველოში მიგრაციის საკითხებზე მუშაობენ. ქსელის მიზანი მიგრაციის მართვაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და მიგრანტებისა და მათი საზოგადოებების თანმიმდევრული, გლობალური და დაბალანსებული მხარდაჭერაა, რაც სრულ თანხვედრაშია უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის გლობალურ შეთანხმებასთან (GCM),  საქართველოს მიგრაციის სტრატეგიასთან და სახელმწიფო კანონმდებლობასთან. ქსელის ყოველი აქტივობა ითვალისწინებს გაეროს ქარტიას, საერთაშორისო სამართალს, მდგრადი განვითარებისა და მისი მიზნების 2030 წლის დღის წესრიგსა და მიგრაციის გლობალურ შეთანხმებას (GCM).

ქსელის მუშაობა და აქტივობები მიზნად ისახავს მიგრაციის გლობალური შეთანხმების ორი უმთავრესი პარამეტრის - აღნიშნულ საკითხებში სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩართულობის პოპულარიზაციას. მიგრაცია მრავალგანზომილებიანი რეალობაა, რომელიც სამთავრობო პოლიტიკის არაერთ სექტორს მოიცავს. მიგრაციის ეფექტური პოლიტიკისა და პრაქტიკის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით, სახელმწიფოს ჩართულობის გაზრდა აუცილებელია, რათა უზრუნველყოს ჰორიზონტალური და ვერტიკალური პოლიტიკის თანმიმდევრულობა ხელისუფლების ყველა სექტორსა და დონეზე. გლობალური შეთანხმება ხელს უწყობს დაინტერესებულ მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მიგრაციის სფეროში მიგრანტებში, დიასპორის წარმომადგენლებში, ადგილობრივ თემებში, აკადემიებში, კერძო სექტორში, პარლამენტარებში, სავაჭრო კავშირებში, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებში, მედიასა და მიგრაციის მართვაში ჩართულ სხვა დაინტერესებულ მხარეებში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქსელი მომავალ წელს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თანამშრომელთათვის რამდენიმე ტრენინგის ჩატარებას გეგმავს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას მიგრაციის გლობალურ შეთანხმებაში (GCM).

მიგრაციის გლობალური შეთანხმება

მიგრაციის გლობალური შეთანხმება პირველი მთავრობათშორისი შეთანხმებაა, რომელიც გაეროს ეგიდით შეიქმნა და თანმიმდევრულად და სრულყოფილად მოიცავს საერთაშორისო მიგრაციას. ის არასავალდებულოა და პატივს სცემს სახელმწიფოების სუვერენულ უფლებას, განსაზღვრონ, ვინ შედის და დარჩება მათ ტერიტორიაზე და ავლენს ერთგულებას მიგრაციის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართ. ის მიზნად ისახავს მიგრაციის მმართველობის გაუმჯობესებას, მიგრაციის გამოწვევებს და მიგრაციის წვლილის გაძლიერებას მდგრად განვითარებაში. მიგრაციის გლობალური შეთანხმება შედგენილია 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 10.7-ის მიხედვით, რომელში შემავალი წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის ხელშესაწყობად.

მიგრაციის გლობალური შეთანხმება ითვალისწინებს მიგრაციის სრულ ციკლს 23 მიზნისა და შემოთავაზებული მოქმედების კურსების მეშვეობით, რომლებიც ფოკუსირებულია მიგრაციის ყველა მიმართულებაზე და ახალისებს მიგრაციის მიდგომებს, რომლებიც მაქსიმალურად ზრდის სარგებელს და მინიმუმამდე ამცირებს გამოწვევებს წარმოშობის, ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყნების თემებისთვისა და მიგრანტებისთვის. მიგრაციის გლობალური შეთანხმების განხორციელება მოითხოვს ერთობლივ ძალისხმევას გლობალურ, რეგიონულ, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე. საქართველოში დაარსებული გაეროს მიგრაცის ქსელი ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიგრაციის გლობალური შეთანხმების დანერგვას, კონტროლსა და განხილვას.

მიგრაციის ქსელის ჰაბი

მიგრაციის ქსელის ჰაბი პირველი ცოდნის პლატფორმა და კავშირის ცენტრია, რომელიც მხარს უჭერს გაეროს წევრ ქვეყნებს მიგრაციის გლობალური შეთანხმების დანერგვაში, კონტროლსა და განხილვაში.

ჰაბი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კურირებულ მასალას, ანალიზს და ინფორმაციას მიგრაციის ყველა ასპექტზე, როგორც ამას მიგრაციის გლობალური შეთანხმება ითვალისწინებს. სამართლიანი მიმოხილვა უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლს, რათა ჩასართავად დამტკიცებული მასალა იყოს შესაბამისი, განახლებული და შეესაბამებოდეს მიგრაციის გლობალურ შეთანხმებას და მის სახელმძღვანელო პრინციპებს. იმის გათვალისწინებით, რომ წევრი სახელმწიფოების და სხვა დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების განვითარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხსენებული 23 მიზნის მისაღწევად, მიგრაციის გლობალურმა შეთანხმებამ მოითხოვა მიგრაციის ქსელის ჰაბის შექმნა, როგორც შესაძლებლობების განვითარების მექანიზმის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს მიგრაციის მრავალპარტნიორ ნდობის ფონდს.

თანამშრომლობის სტრუქტურა და მიგრაციის პრიორიტეტები

გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება (UNSDCF) 2021-2025 წლებისთვის 2020 წლის 2 ოქტომბერს გაფორმდა და მას ხელი გაეროს ქვეყნის გუნდთან ერთად საქართველოს მთავრობამაც მოაწერა. გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება (UNSDCF) განსაზღვრავს საქართველოს განვითარების თანამშრომლობის პრიორიტეტებს მომავალი ხუთი წლისთვის, რომელიც გამოვლინდა ცხრათვიანი კოორდინაციის პროცესის შედეგად. მომზადების პროცესში განიხილებოდა წინა პროგრამირების ციკლის (2016-2020) საბოლოო შეფასების დასკვნები და საერთო ქვეყნის ანალიზში (CCA) გამოვლენილი განვითარების გამოწვევები. მიღებული გეგმა შეესაბამება განვითარების ეროვნულ პრიორიტეტებს, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებებს და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს 2030 წლის დღის წესრიგით. მიღებულ გეგმაში მიგრაცია მთავარ საკითხად არის განხილული და IOM-ის მუშაობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება (UNSDCF) შედეგების დადგომას..