-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ქსელი საქართველოში მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინირების ეფექტიან ინსტრუმენტად იქცევა
2020 წლის 1 ივლისს გაიმართა გაეროს მიგრაციის ქსელის ონლაინ პრეზენტაცია, რომელიც უზრუნველყოფს გაეროს სააგენტოების კოორდინირებულ საქმიანობას და ერთიან კომუნიკაციას შესაბამის სტრუქტურებთან საქართველოში მიგრაციის პოლიტიკისა და მიგრაციის პროცესების ეფექტიანი მართვის გასაძლიერებლად და ასევე საქართველოს მთავრობის ეფექტიან და კოორდინირებულ მხარდაჭერას მიგრაციის 2016-2020 და 2021-2030 წწ. სტრატეგიის განხორციელებაში.
,,მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს მთავრობას მიგრაციის საკითხებში შესანიშნავი თანამშრომლობისთვის”, - განაცხადა საბინე მახლმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში. ,,ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას მიგრაციის საკითხების ხელშეწყობაში, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველას, და რომელიც თანხვედრაში იქნება 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან”.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი, და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე, მიესალმნენ ქსელის შექმნას და მადლობა უთხრეს გაეროს სააგენტოებს, მათ შორის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, მიგრაციის საკითხების გადაჭრაში დახმარებისთვის. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მიგრაციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
,,ჩვენ ვქმნით ამ ქსელს, რათა გავაძლიეროთ კოორდინაცია გაეროს სააგენტოებს შორის, გავააქტიუროთ ჩვენი საერთო საქმიანობა, რომ გავუწიოთ საქართველოს მთავრობას დახმარება მიგრაციის უფრო ეფექტურ მართვაში,”- განაცხადა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელმა.
ღონისძიებაში ასევე მიიღეს მონაწილეობა ქალბატონმა დაიენ ეპშტეინმა, IOM-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური (SEEECA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და ჟენევაში გაეროს მიგრაციის ქსელის ხელმძღვანელმა ბატონმა ჯონათან პრენთისმა. მათ მიულოცეს საქართველოს ქსელის შექმნა და ხაზი გაუსვეს ქსელის მნიშვნელობას გლობალური მიგრაციის კომპაქტის (GCM) სახელმძღვანელო პრინციპებისა და მიზნების განხორციელებაში. ,,საქართველო უერთდება იმ 50 ეროვნულ და რეგიონალურ ქსელს, რომელიც უკვე შეიქმნა და უზრუნველყოფს ქვეყნებში გლობალური მიგრაციის კომპაქტის (GCM) განხორციელებას“, განაცხადა ჯონათან პრენთისმა.
ქსელის კოორდინატორია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), მისი მიზანია მიგრაციის სფეროში განხორციელებულ საქმიანობასა და სიახლეებზე მის წევრებს შორის ინფორმაციის მუდმივი გაცვლა, თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან და სხვა პარტნიორებთან.
ქსელის შემადგენლობაში საქართველოში გაეროს ის სააგენტოები გაერთიანდებიან, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ ან რომელთა მანდატი მიგრაციის საკითხზე მუშაობას ითვალისწინებს.