-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
შრომითი მიგრაცია
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) მხარს უჭერს დროებითი, წრიული შრომითი მიგრაციის სქემების, როგორც სპონტანური და უკანონო მიგრაციის ალტერნატივის განვითარებას.
2016-2017 წლებში IOM საქართველომ „IOM-ის განვითარების ფონდის (IDF)” მიერ დაფინანსებული საცდელი პროექტის - „დროებითი შრომითი მიგრაცია პოლონეთსა და ესტონეთში“ - ფარგლებში არაერთი ღონისძიება ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა წრიული შრომითი მიგრაციის პროცესების მართვასა და დანერგვაში საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების ეტაპობრივ გაძლიერებას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, IOM-მა შექმნა დროებითი შრომითი მიგრაციის მართვის მოდელი საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით, რომელმაც ხელი შეუწყო ქართველი მიგრანტებისთვის არსებული რეგულირებული შრომითი სქემების შემუშავებასა და განხორციელებას სხვადასხვა ქვეყნებში.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქარველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)” - ფარგლებში, IOM განაგრძობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას შრომითი მიგრაციის მართვაში, სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობასა და საქართველოს მოქალაქეების რეგულარულ დროებით დასაქმებაში.
2019 წლიდან, „IOM-ის განვითარების ფონდის (IDF)” მიერ დაფინანსებული პროექტის - „რეინტეგრაციის, ინტეგრაციისა და შრომითი მიგრაციის ინტეგრირებული საოპერაციო ჩარჩოს განვითარების მხარდაჭერა“ - ფარგლებში, IOM საქართველო აგრძელებს მიგრანტებისთვის ხელმისაწვდომი ეფექტური, ინტეგრირებული რეინტეგრაციის, ინტეგრაციისა და შრომითი მიგრაციის დახმარების შექმნას. IOM საქართველო უწყვეტად განაგრძობს შრომითი მიგრაციის მართვის სფეროში საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებების ხელშეწყობას სიღრმისეული ტრენინგების ჩატარებით ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სამუშაო ძალის აყვანის საერთაშორისო პოლიტიკა და გამოცდილება, ეთიკური დაქირავების საერთაშორისო სტანდარტები და სხვა. შესაბამისი შეფასებისა და კვლევის ჩატარებით, IOM საქართველოში შრომითი მიგრაციის პოლიტიკის სამომავლო განვითარებასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობს.
IOM საქართველო ხელს უწყობს დროებითი შრომითი მიგრაციის სქემების ოპერაციონალიზაციას საქართველოსა და დანიშნულების ქვეყნებს შორის ექსპერტიზით, შესაძლებლობების გაძლიერებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერითა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დახმარებით წრიულ შრომით მიგრაციაში, ასევე, შესაბამისი საინფორმაციო მასალების შემუშავებითა და გამგზავრებამდე საორიენტაციო სასწავლო კურსების ჩატარებით.
მიგრაცია და განვითარება
საქართველოს განვითარების მიზნით მიგრაციის პოტენციალის გამოსაყენებლად, IOM საქართველომ წლების განმავლობაში არაერთი აქტივობა განახორციელა. საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს გააჩნიათ ინტელექტუალური და ბიზნეს უნარები, რომელთა გამოყენებაც საქართველოს განვითარებისა და ქვეყანაში ეკონომიკური შესაძლებლებლობების გაუმჯობესების მიზნითაა შესაძლებელი.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)” - ფარგლებში, IOM საქართველომ საკუთარი აქტივობები „მიგრაციისა და განვითარების (M&D)” მიმართულებით გააფართოვა. ეს ღონისძიებები შემდეგი ორი მიმართულებით ხორციელდება: 1. ტრენინგებისა და ინფორმაციული შეხვედრების მეშვეობით, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, მიგრანტებისა და დიასპორის ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლება მიგრაციისა და განვითარების საკითხებზე; 2. მიგრაციის ინტეგრირება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკაში (ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები, საინვესტიციო და სოციალური პროექტები, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა და სხვა).
2019 წელს IOM-მა „ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ დაიწყო, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს სააგენტოების - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციისა (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საერთო ინიციატივაა. პროგრამის მიზანია, გაზარდოს მეწარმეობა და ბიზნესის მოქნილობა მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლებების შესაძლებლობების გაძლიერებით კლასტერების შემუშავებისა და მართვის კუთხით, ასევე კომპანიების პირდაპირი მხარდაჭერა სტრატეგიული ინვესტიციებით და დიასპორის ჯგუფებთან დაახლოება. პროექტის ფარგლებში IOM ქართულ ბიზნესებს ერთმანეთთან, დიასპორის ჯგუფებთან და საქართველოში არსებულ ბიზნეს კლასტერებთან (შესაფუთი მასალები, სოფლის მეურნეობა, ხის მასალები, მეღვინეობა, თევზჭერა, ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა და სხვა) კავშირების დამყარების საშუალებას აძლევს. ასევე, IOM ქართულ დიასპორას აღნიშნულ სექტორებში ბიზნესის განვითარებისა და სავაჭრო შესაძლებლობების შესახებ აწვდის ინფორმაციას.
2021 წლის 27 თებერვალს, ევროკავშირის დახმარებით, საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, IOM-მა „დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ ჩაატარა. ვირტუალურმა ფორუმმა ქართულ დიასპორას საშუალება მისცა მიეღო სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოში ბიზნესის წარმოებისა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობების, დაფინანსებაზე წვდომის, ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამებისა და იმ სერვისების შესახებ, რომელსაც მათ სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურები სთავაზობენ. ონლაინ ღონისძიებამ 109 მონაწილეს უმასპინძლა 20-ზე მეტი სახემწიფოდან (ავსტრია, ავსტრალია, ბელგია, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, შცეიცარია, დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვა). განსხვავებული აკადემიკური, პრეფესიული და საგანმანათლებლო გამოცდილების მქონე დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, ფორუმს ასევე დაესწრნენ პოტენციური ინვესტორები, კერძო ბიზნესების, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერები.
IOM ასევე მხარს უჭერს ქართული დიასპორის წარმომადგენლების მოკლევადიან დასაქმებას სხვადასხვა სფეროში. წლების განმავლობაში ქართული დიასპორის 60-ზე მეტი პროფესიონალი ესტუმრა საქართველოს საკუთარი პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად სახელმწიფო და კერძო სექტორში ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში დასაქმებული ქართველი კოლეგებისთვის.
დიასპორის ინტერნეტ პორტალი (www.gda.ge) კვლავ რჩება დიასპორის წარმომადგენელთათვის განკუთვნილ სივრცედ, სადაც მსურველებს კულტურის, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ბიზნესის წამოწყებისა და ინვესტირების პოტენციალის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას ადგილობრივი განვითარების პროცესში.