-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სოციალური მედიის გამოყენებით ბავშვების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკას გაეცნენ
2023 წლის 11 და 12 დეკემბერს, 21 პროკურორმა და პოლიციის გამომძიებელმა მონაწილეობა მიიღო ტრეინინგში, სადაც გაეცნენ გამოძიების მექანიზმებს, სოციალური მედიისა და სხვა ციფრული პლატფორმების გამოყენებით ბავშვების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ნიდერლანდების პოლიციის ექსპერტმა თავის ქართველ კოლეგებს გააცნო ბავშვების ტრეფიკინგის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, თუ როგორ იყენებენ ტრეფიკერები სოციალურ მედიასა და სხვა ციფრულ პლატფორმებს მოწყვლადი არასრულწლოვანი პოტენციური მსხვერპლის მოზიდვისთვის, მათი ექსპლუატაციის მიზნით.
ტრენინგის მეორე დღე დაეთმო ისეთი თანამედროვე ტექნიკების გაცნობას, როგორიცაა ე.წ „თაფლის ქოთნის (Honey pot)“ ანგარიშების შექნმა ონლაინ ტრეფიკერების ონლაინ კომუნიკაციაში ჩაბმისთვის. ეს ტექნიკა დაეხმარება გამომძიებლებს უკეთ შეისწავლონ მსგავსი დანაშაულებრივი მეთოდები. საქართველოს საგამოძიებო პრაქტიკაში მსგავსი მეთოდი შედარებით ახალია, თუმცა ევროპის ქვეყნებმა ამ სახის გამოძიების მეთოდებით საინტერესო შედეგებს მიაღწიეს, უკვე სათანადოდ კვალიფიცირებული კადრებისა და უახლესი ტექნიკური აღჭურვილობის დახმარებით.
აღნიშნული კურსი ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „გაუმჯობესებული სპეციალიზაცია მიგრაციის მმართველობისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის სფეროში საქართველოში (SPECS)“ ფარგლებში. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების წარმართვაში და ის ხორციელდება 2023 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მაისამდე.