IOM მიგრაციის პროცესის გარშემო არსებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე 1951 წლიდან მუშაობს. აღნიშნულ სფეროში ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს როგორც ჯანდაცვის მდგომარეობის შეფასებას, ასევე ჯანდაცვის ეროვნული სისტემების გაძლიერებას. IOM-ის მიგრაციასთან დაკავშირებულ ჯანდაცვის საჭიროებებზე პასუხი ხაზს უსვამს მიგრაციის მართვის მიმართ ორგანიზაციის უნიკალურ და ჰოლისტიკურ მიდგომას.

IOM-ის გამოცდილება აჩვენებს, რომ მიგრანტთა ჯანმრთელობაზე არასათანადო ზრუნვას მოჰყვება მძიმე შედეგები, როგორც მიგრანტთა კეთილდღეობისთვის, ისე წარმოშობის, ტრანზიტის და მიმართულების ქვეყნების საზოგადოებისთვის. 

სამედიცინო საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ მიგრანტებს მეტი მომზადება სჭირდებათ მგზავრობის დაგეგმვისთვის და მნიშვნელოვანია, რომ მათი დაბრუნება და საქართველოში პირველი დღეები/კვირები შეუფერხებლად წარიმართოს. სამედიცინო ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია დაბრუნებული მოქალაქეებისთვის, რათა გაიზარდოს მათი ინფორმირებულობა ქვეყანაში არსებული სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის, ხარჯებისა და კონტაქტების შესახებ.

AVRR-ის ბენეფიციართა რიცხვი, რომელთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მგზავრობის მოთხოვნები გააჩნიათ და ჩასვლის შემდგომ დაკვირვებას საჭიროებენ, იზრდება. ხშირ შემთხვევაში, IOM საქართველოს მრჩევლები უშუალოდ ბენეფიციარებს უკავშირდებიან მასპინძელ ქვეყნებში, რათა მიიღონ დეტალური ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული კონსულტაცია გაუწიონ.

IOM საქართველოს დახმარება იწყება გამომგზავრებამდე და გრძელდება ჩასვლის შემდეგ, ის მოიცავს როგორც მიმართვას კლინიკებში და სახელმწიფო რეინტეგრაციის პროგრამებში, აგრეთვე პირდაპირი ხარჯების დაფარვას სხვადასხვა სამედიცინო პროცედურებისთვის და ლაბორატორიული ტესტებისთვის და გამოწერილი მედიკამენტების შეძენას.

2017 წლიდან, IOM საქართველომ კონსულტაცია სამედიცინო ინფორმაციის მოთხოვნაზე გაუწია 890-მდე პირს შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან და ნიდერლანდებიდან და დაბრუნების შემდეგ, 906 ოჯახს დაეხმარა სამედიცინო დაკვირვების კუთხით.