ათ წელზე მეტია, რაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოში საზღვრების მართვის გაძლიერების კუთხით აქტიურად მუშაობს და საქართველოს მთავრობის ერთერთი მთავარი პარტნიორია. იმიგრაციისა და საზღვრის მართვის პროგრამის მეშვეობით, IOM მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას შეიმუშავოს ძლიერი პოლიტიკა, ჩამოაყალიბოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოები და გააძლიეროს ოპერატიული შესაძლებლობები მიგრაციის სხვადასხვა გამოწვევების გადასაჭრელად. ამ ყოვლისმომცველმა თანამშრომლობამ ხელი შეუწყო საქართველოს შესაძლებლობების განვითარებას, საზღვრების ეფექტურად მართვისა და ხალხისა და საქონლის ლეგიტიმური გადაადგილების მიმართულებით. 

IOM-ის საქმიანობა საქართველოში სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ინსტიტუციური მხარდაჭერა და პოლიტიკის შემუშავება, პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერება და თანამედროვე აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის შესყიდვა. მესაზღვრეების უნარებისა და კომპეტენციების ამაღლებით და წამყვანი ტექნოლოგიური აღჭურვილობის მიწოდებით, IOM-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებასა და არალეგალურ მიგრაციასა და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაში. საქართველოს საზღვრის მართვის ორგანოებთან ხანგრძლივი პარტნიორობა ხაზს უსვამს IOM-ის ერთგულებას ხელი შეუწყოს საზღვრების უსაფრთხო და ეფექტურ მართვას, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის მზაობას უპასოხოს მიგრაციის მიმდინარე და მომავალ გამოწვევებს.
 

დაკავშირებული კონტენტი