-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
საზღვრისა და მიგრაციის მართვა საქარველოსთვის (BMMAG): საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა საზღვრისა და მიგრაციის მართვის კუთხით შესაძლებლობების გაძლიერებაში.
2014 წლიდან, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების სერიის ფარგლებში, IOM საქართველოს მთავრობას ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში ეხმარება. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების შესაძლებლობების და ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერებას და მიგრაციის მართვის სტანდარტების შემუშავების პროცესის მხარდაჭერას.
2017 წლის მარტში საქართველომ შენგენის ზონის ქვეყნებთან (ექვემდებარება გარკვეულ მოთხოვნებს) უვიზო მიმოსვლის უფლება მოიპოვა, რისი საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეების საერთაშორისო მობილობა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხანმოკლე მოგზაურობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამავდროულად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაიღოს ძალისხმევა საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის უსაფუძვლოდ მთხოვნელთა მზარდი რაოდენობის შესამცირებლად და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის. IOM ეხმარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენგენის ზონაში გამგზავრებამდე მგზავრთა შემოწმების კონტროლის ეფექტიანობის გაზრდაში. ამავრდოულად, IOM უსაფრთხო მიგრაციის ხელშეწყობის კამპანიის - „ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობების“ ფარგლებში აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და პასუხისმგებლობების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.
2021 წლის იანვრიდან IOM ახორციელებს პროექტს „საზღვრისა და მიგრაციის მართვა საქართველოსთვის (BMMAG), რომელიც ფოკუსირებულია შესაძლებლობების გაძლიერების ძალისხმევის ფართო სპექტრზე და ეხმარება საქართველოს მთავრობას საზღვრისა და მიგრაციის მართვისა და მიგრანტების უფლებების დაცვის სტანდარტების გაძლიერებაში. IOM აღნიშნულ პროექტს საკუთარ პარტნიორთან - გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR), გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსთან ერთად ახორციელებს, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს თავშესაფრის სისტემის სტანდარტების გაუმჯობესებაზე და ლტოლვილთა და დროებითი დაცვის სტატუსის მფლობელთა ინტეგრაციის ხელშეწყობაზე.
საზღვრის მართვისა და უსაფრთხო მიგრაციის ხელშეწყობის სფეროში IOM-ის აქტივობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ონლაინ კონსულტაციისათვის მიგრაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს Informed Migration.
მიგრაციის ანალიზის გაერთიანებული სისტემა
2018-2021 წლებში IOM–ის განვითარების ფონდის მეშვეობით დასრულდა პროექტი სახელწოდებით „საქართველოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერება მიგრაციის მონაცემთა ანალიზში.“ პროექტის მთავარი მიზანი იყო მიგრაციის მონაცემების მართვის ზოგადი სტრუქტურის ჩამოყალიბება--მიგრაციის ერთიანი ანალიტიკური სისტემის (UMAS) შემუშავება და მიგრაციის მონაცემთა ანალიზისათვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა.
პროექტი მიზნად ისახავდა სტრატეგიულ და აღმასრულებელ დონეზე გამოწვევებზე რეაგირებას და მიზნის მიღწევას კონკრეტული შედეგებისა და შესაბამისი ძალისხმევის საფუძველზე. პროექტის მოსალოდნელი შედეგი იყო: ,,საქართველოს მიგრაციის ხელმძღვანელობას განევითარებინა შესაძლებლობები ჯანსაღი მიგრაციის პოლიტიკის შეემუშავებისთვის, მონაცემთა თანამედროვე ანალიზის საფუძველზე, თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისად.” პროექტი განხორციელდა მიგრაციის საკითხთა სახელმწიფო კომისიასთან და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით. პროექტის შედეგად, ჩვენ გვაქვს ქვეყნის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მომზადებული პერსონალი მონაცემთა მართვის სხვადასხვა სფეროში, საჭირო მონაცემების უკეთ დამუშავების მიზნით, რომლებიც მონაწილე სამთავრობო უწყებებს შორისაა გაზიარებული.
2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის მიხედვით, მიგრაციის სფეროში მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი მიზანია.