-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
უვიზო მიმოსვლა და ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიგრაცია განხილვის საგანია თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე
6 და 7 ნოემბერს, რამდენიმე დღით ადრე ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ რეკომენდაციის გამოქვეყნებამდე, IOM-მა, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან და პროექტ Prometheus 2-თან მჭიდრო თანამშრომლობით, მოაწყო კონფერენცია შემდეგი სახელწოდებით: „მიგრაცია საქართველოდან ევროპასა და შენგენის ზონაში - მრავალსექტორული თანამშრომლობა არალეგალური მიგრაციის, მიგრაციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიგრაციის უკეთ რეგულირებისთვის.“
კონფერენციას ესწრებოდა 75 მონაწილე, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სამინისტროებს, საელჩოებს და საიმიგრაციო სააგენტოებს ევროკავშირის შვიდი წევრი ქვეყნიდან და შვეიცარიიდან, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლიდან 2017 წლის მარტიდან, საქართველოს 921 266 მოქალაქე 2 281 305-ჯერ ეწვია შენგენის ქვეყნებს. საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის შესანიშნავ თანამშრომლობას კანონის აღსრულებისა და მიგრაციის მართვის სფეროში, ასევე სათანადოდ იყო ხაზგასმული მიგრაციის მიმდინარე ტენდენციები, როგორიცაა ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეების მუდმივად მაღალი რაოდენობა.
მნიშვნელოვანი დრო დაეთმო საქართველოდან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიგრაციის კონკრეტულ ფენომენს. გასული წლების განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო ხშირად მიმართავდნენ შენგენის ზონაში მყოფ საიმიგრაციო სააგენტოებს თავშესაფრის მოთხოვნით, რაც მოტივირებული იყო ჯანმრთელობის რთულ საკითხებზე მაღალი ხარისხის დახმარების მიღების სურვილით. რამდენიმე ქვეყანაში, როგორიცაა საფრანგეთი, შვეიცარია და ავსტრია, ეს ფენომენი მნიშვნელოვან ტვირთად აწევს სამედიცინო დაწესებულებებს, მაშინ როცა საიმიგრაციო სააგენტოები თავშესაფრის მოთხოვნებს ჩვეულებრივ უსაფუძვლოდ აფასებენ. დისკუსიები ფოკუსირებული იყო ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიგრაციის ამ ტალღის შესაჩერებლად შესაძლო ზომებზე, ამავდროულად საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებასა და მის შესაძლებლობებზე დააკმაყოფილოს კომპლექსური მკურნალობის სქემებზე მოთხოვნები და ქონდეს კომუნიკაცია პოტენციურ მიგრანტებთან ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ.
IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებჩ ლუკოვაცმა განაცხადა: „IOM მოუთმენლად ელის „საქართველო ზრუნავს“პროექტის დაწყებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) პარტნიორობით და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების დაფინანსებით. კვლევისა და ფართო საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით, ეს პროექტი გამოავლენს კონკრეტულ ქმედებებს, რომელიც მიმართული იქნება საქართველოდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიგრაციის მოგვარებისკენ. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას შეამციროს საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ თავშესაფრის უსაფუძვლო განცხადებების ტვირთი და გააძლიეროს საქართველოში სოციალური დაცვის გარემო.
ეს კონფერენცია თანადაფინანსებულია ევროპის დელეგაციის მიერ საქართველოში IOM-ის პროექტის BMMAG - საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის, რომელიც თანადაფინანსებას იღებს შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოსგან.