-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
2021 წლის 1 აპრილიდან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს პილოტურ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სამედიცინო პრობლემების მქონე პირთა დახმარებას ნებაყოფლობით საქართველოში დაბრუნებაში. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს 100 მოქალაქის (300-ის მათი ოჯახის წევრების ჩათვლით) ნებაყოფლობით დაბრუნებას საფრანგეთიდან საქართველოში და ეხება იმ პირებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს სამედიცინო დახმარებას მგზავრობის დროს ან / და საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
გამგზავრებამდე ხდება ბენეფიციარების სამედიცინო შეფასება რათა განისაზღვროს მათი საჭიროებები მგზავრობის დროს და საქართველოში დაბრუნებისთანავე. გარდა ამისა, ფინანსური დახმარება რომელიც განსაზღვრულია ამ პაციენტებისათვის, ფარავს სამედიცინო ხარჯებს დაბრუნებიდან 6 თვის განმავლობაში. თქვენს კითხვებს უპასუხებს IOM-ის ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და სამედიცინო რეინტეგრაციის პროგრამის ორენოვანი (ფრანგულ-ქართული) კონსულტანტი შემდეგ ნომერზე:
- ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს 10:00-12:00 და 14:00-16:00
- T : 06 16 08 63 69
- ელ.ფოსტა: MAVRFrance@iom.int
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ბროშურაში.
ეს პროგრამა ფინანსდება და ხორციელდება საფრანგეთის იმიგრაციისა და ინტეგრაციის ოფისთან (OFII) პარტნიორობით