18 დეკემბერს IOM მიგრანტთა საერთაშორისო დღეს "მიგრაციის სახეები 2021" გარე გამოფენით აღნიშნავს. გამოფენა თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო და ის ქუთაისსა და ბათუმში მცხოვრები უცხოელი მიგრანტების შესახებ გვიამბობს. აღნიშნული ფოტო ისტორიები ხაზს უსვამს უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში ცხოვრების უპირატესობებსა და გამოწვევებს და ფოკუსირებულია მიგრანტების წვლილზე მათ ახალ თემებში, ადგილობრივ ეკონომიკასა და მასპინძელი საზოგადოებების კულტურულ სტრუქტურაში. გამოფენა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, EMERGE პროექტის ფარგლებში მოეწყო და მისი მიზანი მიგრანტთა უფლებებისა და სწორი მმართველობის გაძლიერებაა.

Faces of Migration