შექმნის შემდეგ ყველა ვაქცინა კლინიკურ კვლევებს გადის, რათა მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურდეს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების კლინიკურ კვლევებში სხვადასხვა ასაკის, რასისა და ეთნოსის ათობით ათსმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ეფექტიანია, განსაკუთრებით დაავადების გართულების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის პრევენციისთვის.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები შეიქმნა პანდემიასთან ბრძოლაში დასახმარებლად და მალევე მსოფლიოს მასშტაბით გადანაწილდა. პროცესის განმავლობაში ყველა ნაბიჯი გადაიდგა მისი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.

აიცერი COVID-19-ის წინააღმდეგ - დაიცავი საკუთარი თავი და სხვები.