-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ალაა 27 წლის ერაყელი ქალია. მისი მიგრაციის ისტორია 2006 წელს დაიწყო, როცა იგი იძულებული იყო დაეტოვებინა სამშობლო და სირიაში გადასულიყო მის ოჯახთან ერთად მშვიდობიანი ცხოვრების ძიებაში. მან სწავლა ახალი დასრულებული ჰქონდა დამასკოს უნივერსიტეტში, როცა სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო. მართალია ამ ყველაფერმა მისი ცხოვრება გაართულა, თუმცა ამავდროულად მისცა შესაძლებლობა დაეწყო საქმიანობა მისთვის ძალიან სასურველ სფეროში. დამასკოში მან დაიწყო მუშაობა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში სირიის მიგრანტთა და ლტოლვილთა ბანაკებში. ყველაფრის მიუხედავად მის ოჯახს კვლავ მოუწია ქვეყნის დატოვება. 2012 წელს ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ.
ალაამ გადაწყვიტა თავის მიგრაციული გამოცდილება პოზიტიური კუთხით გამოეყენებინა და შესაძლებლობის ფარგლებში სხვა უცხოელებისა და მიგრანტებისთვის მისაბაძი მაგალითი გამხდარიყო. საქართველოში ალაამ და მისმა ოჯახმა უცხო ენის კურსები დაიწყეს. პირველი ენა რასაც მათთან ასწავლიდნენ იყო ქართული არაბულენოვანთათვის. ეს კარგი შესაძლებლობა იყო მათთვის ერთის მხრივ სიღრმისეულად გაცნობოდნენ ქართულ კულტურას და მეორე მხრივ საკუთარი კულტურა და ტრადიციებიც წარმოეჩინათ. ეს საქმიანობა ალაას დაეხმარა ადგილობრივებთან ურთიერთობასა და ინტეგრაცაში.
ამჟამად ალაა აგრძელებს განათლების მიღებას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამაზე. ის მუშაობას მიგრაციის სფეროში და თანამშრომლობს როგორც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან, ისე მიგრაციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მან ასევე მოახერხა განქორწინება მოძალადე მეუღლესთან და უკან მოიტოვა მისი ცხოვრების ეს რთული პერიოდი.
ალაამ არ მისცა COVID-19-ს უფლება უარყოფითად ემოქმედა მის ცხოვრებაზე. კარანტინის დროს მან დაიწყო ქართული სიმღებისა და სახასიათო ისტორიების არაბულად თარგმნა. მულტიკულტურული ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით იგი ასევე მუშაობს ქართულ-არაბულ სასაუბროზე. სასაუბრო მოიცავს მნიშვნელოვან ფრაზეოლოგიას რამაც არაბულენოვან უცხოელებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, უნდა გაუადვილოს საქართველოში ყოფნა.
პანდემიის შემდეგ ალაა მის შვილთან ერთად საქართველოში დარჩენას და სწავლის გაგრძელებას აპირებს. ის აპირებს მისი ერთ-ერთი ოცნებაც განახორციელოს და უცხოელებსა და მიგრანტებს საკუთარი წიგნის მიხედვით ასწავლოს ქართული ენა.
კორონავირუსის პანდემია პირველ რიგში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისია. საფრთხე არც ადამიანებში და არც მიგრანტებში, არამედ თვითონ ვირუსშია. პანდემიას საზღვრები არ აქვს, ის თანაბრად ეხება ყველა ადამიანს, ეროვნების, ეთიკურობის, რელიგიის თუ რაიმე სხვა სტატუსის მიუხედავად.
ამ ეტაპზე ჩანს, რომ პანდემიას უპრეცენდენტო და დამანგრეველი გავლენა აქვს მიგრაციაზე, მობილობაზე და ადამიანთა გადადგილებაზე. ეს ეხება როგორც მიგრაციის და საზღვრის მართვას, ისე ადამიანთა მდგომარეობას და მათ გადაადგილებას.
მიგრანტები არ არიან ვირუსის წინაშე უფრო დაუცველნი და არც ინფექციის მაღალ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. ხშირად რისკის შემცველია მათი გადაადგილების, ცხოვრების და მუშაობის პირობები და შეზღუდული წვდომა ჯანდაცვაზე.
მოგზაურობის გეგმების ჩაშლამ, შემოსავლების დაკარგვამ, სხვადასხვა სახის სერვისებზე შეზღუდულმა წვდომამ, კრიზისით გამოწვეულმა დაავადებებმა, თუ სავიზო სირთულეებმა ბევრი მიგრანტი რთულ და დაუცველ მდგომარეობაში ჩააყენა. ოჯახები განცალკევდნენ, ზოგიერთს შეეზღდა თავისუფლება. გოგონები და ქალები სექსუალური შევიწროვების, ექსპლუატაციის, ძალადობის და გენდერული უთანასწორობის გამო საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
მიგრანტებს საზოგადოების განვითარება-გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ და მათ პანდემიის დაძლევაში ძალზედ მნიშვნელოვანი როლი აქვთ. თუ მიგრანტებს მეტი ყურადღება არ დაეთმობათ COVID-19-ის ჯანმრთელობის, ეკონომიკური და სოციალური შედეგები როგორც წარმოშობის ისე დანიშნულების ქვეყნებისთვის უფრო ხანგრძლივი და რთული შეიძლება აღმოჩნდეს.
პანდემიამ აჩვენა, რომ არავინ არის დაცული, სანამდე ყველა არ იქნება უსაფრთხოდ. ამისთვის ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა საერთო უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
ფოტო: ერიკ გურლანი
ინტერვიუს ავტორი - NGO მიგრაციის ცენტრი