-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ამეელ კორო თავისი სამშობლოდან, ერაყიდან გამოიქცა დამანგრეველი სამოქალაქო ომის შემდეგ, რომელმაც მთელ ქვეყნას დაასვა დაღი და საფრთხეში ჩააგდო რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები. მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა, განდგომოდა ქრისტიანულ რწმენას და უმძიმესი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა, ამეელმა დაიწყო სასოწარკვეთილი მოგზაურობა უსაფრთხოებისაკენ, როდესაც ის, მისი მშობლები და ძმები 2008 წელს პირველად ჩავიდნენ სირიაში და დახმარება სთხოვეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს.
მისი ბრძოლა შეიძლება 2011 წელსავე დასრულებულიყო, როდესაც მისმა ოჯახმა საბოლოოდ მიიღო მესამე ქვეყანაში გადასვლის ნებართვა და პროცესის ბოლოო ეტაპზე გადავიდა, მაგრამ მალევე დაიწყო კიდევ ერთი სამოქალაქო ომი, ამჯერად სირიაში. რეგიონში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ოპერაციების უდიდესი ნაწილი შეჩერდა. ამეელსა და მის ოჯახს კიდევ ერთხელ მოუწიათ სამოქალაქო ომის საშინელებების გადატანა, სანამ ისინი თავიანთ იმედებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ოპერაციების განახლებაზე ამყარებდნენ.
სამწუხაროდ, სიტუაცია სირიაში დროთა განმავლობაში მხოლოდ გაუარესდა. არსაიდან ჩანდა დახმარება. დიპლომატიური მისიები მიტოვებულ იქნა. ერაყული პასპორტებით ისინი ვერ ახერხებდნენ საზღვრის გადაკვეთას. „ისლამურმა სახელმწიფომ“ (ISIS) და სხვა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ერთმანეთის მიყოლებით გადაკეტეს მარშრუტები, ამეელმა და მისმა ოჯახმა ჯოჯოხეთისაგან თავის დაღწევა მხოლოდ იმ ერთადერთ ქვეყანაში შეძლო, რომელიც მზად იყო, უვიზოდაც გაეწია მათთვის მასპინძლობა. ისინი 2012 წელს საქართველოს რესპუბლიკაში ჩამოვიდნენ. ნატანჯნი, მარტონი, ძალზე მწირი რესურსებითა და ადგილობრივი ენის ცოდნის გარეშე, ისინი მხოლოდდამხოლოდ უსაფრთხოებასღა ეძებდნენ.
„როდესაც საქართველოში ჩამოვედით, ჩვენი გრძნობები წარმოადგენდა ერთგვარ ნაზავს მადლიერებისა ჩვენი უსაფრთხოებისათვის და იმის შიშისა, თუ რა მოხდებოდა მომავლში. შემდეგ შევიტყვეთ, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს საქართველოში არ ჰქონდა მესამე ქვეყანაში განსახლების არანაირი პროგრამა და ვერ შეძლებდა ჩვენი საქმის საბუთების დამუშავებას. თვეების განმავლობაში წრეზე დავდიოდით. კარს ყველგან ცხვირწინ გვიჯახუნებდნენ, სადაც არ უნდა მივსულიყავით. საქართველოში ჩვენი ყოფნის დრო მალე უნდა დასრულებულიყო. იმ დროს გვეჩვენებოდა, რომ მართლაც მივაღწიეთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე დაბალ ნიშნულს და გარდაუვალი გახდა ისიც, რომ ერთ დღესაც უკან დაგვაბრუნებდნენ ერაყში ან სირიაში მიმდინარე ერთერთ სამოქალაქო ომში, როგორც კი ჩვენი ვიზების მოქმედების ვადა ამოიწურებოდა. აღარც წასასვლელი გვქონდა სადმე, აღარც წარმოდგენა იმაზე, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა.“
ამეელს თითქმის გადაეწურა იმის იმედი, რომ მათი განსახლები საქმები კვლავ მიეცემოდა წარმოებაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სასოწარკვეთით ითხოვდა დახმარებას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს ოფისისაგან.
როდესაც ჩვენს ზღურბლს გადმოაბიჯა, ამეელმა არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ ამიერიდან მისი და მისი ოჯახის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებოდა.
„გაოგნებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი უკვე კარგად იცნობდა ჩემს სიტუაციას. სადაც არ უნდა მივსულიყავი, ყველგან მიწევდა თავიდანვე იმის განმარტება, თუ რა მოხდა მსოფლიოს სხვა ნაწილში; ვერც კი მოვთვლი, რამდენჯერ მოხდა ასე, მაგრამ ამჯერად საკმარისი აღმოჩნდა მათთვის ჩემი საბუთების ჩვენება, რათა ისინი მიმხვდარიყვნენ, თუ რა გადაგვხვდა თავს.“
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისს ამეელის ჩამოსვლამდე უკვე მოეხდინა რეაგირება ამ საკითხზე, გადადგმული ჰქონდა რა გარკვეული სერიოზული ნაბიჯები ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარების მიზნით, სხვა ოფისებთან კოორდინირების პირობებში და გადაწყვეტის პრაქტიკული გზების გათვალისწინებით, რათა დახმარებოდა ახალჩამოსულებს, რომელთაგან ბევრი განსახლების პროცესის საბოლოო ეტაპზე იმყოფებოდა. დაუყოვნებლივ შეიქმნა ახალი საგანგებო არხი მათი საქმეების წარმოებაში მისაღებად.
2014 წლის დასაწყისში ამეელმა პირველად დადგა ფეხი ამერიკულ მიწაზე, როგორც გადასახლებულმა ლტოლვილმა.
სულ რაღაც ორი თვის განმავლობაში მან დაიწყო მუშაობა თავის პირველი სამუშაო ადგილზე ამერიკაში, ასრულებდა რა დამლაგებლის მოვალეობას ატრაქციონზე „ზღვის სამყარო“ სან დიეგოში, სადაც მან 2014 წლის ივლისში „თვის საუკეთესო თანამშრომლის“ წოდებაც მოიპოვა.
მას შემდეგ, რაც „ზღვის სამყაროში“ მისი სეზონური ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, ის დროებით მუშაობდა ადგილობრივ საავადმყოფოში, სანამ რამდენიმე თვის შემდეგ სამუშაოდ არ აიყვანა მსოფლიოს უმსხვილესმა პროვაიდერმა კერძო უსაფრთხოების გადაწყვეტების სფეროში, სადაც ის დღემდე მუშაობს უსაფრთხოების ოფიცრად.
მას შემდეგ ამეელს მიღებული აქვს 60-ზე მეტი პროფესიული სერტიფიკატი უსაფრთხოების ოპერაციების სფეროში, გავლილი აქვს პირველი დახმარების სერტიფიცირებული ტრენინგი და უკვე ორჯერ იქნა დასახელებული „კვარტლის საუკეთესო თანამშრომლად“.
მან ასევე განაგრძო განათლების მიღება და მოიპოვა გროსმონტისა და კუიამაკას კოლეჯების უმცროსი ბაკალავრის წოდება ისტორიაში, სოციალურ და ქცევით მეცნიერებებში და ანთროპოლოგიაში. იგი იმედოვნებს, რომ მოიპოვებს უმაღლესი განათლების დიპლომს არქეოლოგიაში, რათა მისდიოს თავის გატაცებას და მოხალისედ შეუერთდეს შუა საუკუნეებამდე არსებული ევროპული საზოგადოებების შემსწავლელ არქეოლოგიურ ექსპედიციებს.
2019 წლის ზაფხულში ამეელს მიენიჭა აშშ-ს მოქალაქეობა სან დიეგოს ოქროს დარბაზში გამართული ცერემონიის დროს და დაიწყო მისი, როგორც ამერიკის მოქალაქის, ახალი ცხოვრება.
ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ ამეელი ორი წიგნის ავტორად მოგვევლინა. მისმა ბოლო რომანმა „ნათირ უაითიბრიჯი“ ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში მკითხველებისაგან ძალიან დადებითი გამოხმაურებები მიიღო და ის კვლავაც განაგრძობს წერას, რათა შეიქმნას საავტორო კარიერა და ერთ დღესაც ნიუ-იორკ ტაიმსის ბესტსელერის ტიტული მოიპოვოს.