-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
"ჩემი მიზანია გავაბა ხიდი ამ ორ ქვეყანას შორის და დავეხმარო ქართველ მწარმოებლებსა და მეწარმეებს შემოვიდნენ ესპანურ ბაზარზე და პირიქით“, - ამბობს ნატალია.
ნატალია ძიძიგური ახალგაზრდა ქართველი ქალია, რომელიც 2012 წლიდან ესპანეთში, კერძოდ მადრიდში ცხოვრობს და მუშაობს. თავდაპირველად, ის ესპანეთში მარკეტინგის შესასწავლად გაემგზავრა, მალე კი პროფესიული კარიერა Telefonica's Startup Accelerator Wayra-ში დაიწყო. ესპანეთის სამეწარმეო ეკოსისტემის შესწავლის შემდეგ, ნატალია დამწყებ მეწარმეებს მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებასა და საწყისი კაპიტალის მოძიებაში დაეხმარა.
ნატალია მუდამ ფიქრობდა საქართველოზე და ყოველთვის სურდა თავისი წვლილი შეეტანა სამშობლოს განვითარებაში. მან გადაწყვიტა თავისი გამოცდილება, ცოდნა და სოციალური კაპიტალი გამოეყენებინა ისეთი პლატფორმის შესაქმნელად, რომელიც დააკავშირებდა ქართულ და ესპანურ ბიზნესებსა და ინვესტორებს.
„მე მჯერა, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი და უნიკალური პროდუქტები, რომელიც შეიძლება კონკურენტუნარიანი გახდეს გლობალურ ბაზარზე. ასევე, ვფიქრობ, რომ ესპანეთი საქართველოსთვის შესანიშნავი პარტნიორია, რადგან მათ ბევრი საერთო მახასიათებელი აქვთ. ჩემი მიზანია გავაბა ხიდი ამ ორ ქვეყანას შორის და დავეხმარო ქართველ მწარმოებლებსა და მეწარმეებს შემოვიდნენ ესპანურ ბაზარზე და პირიქით“, - ამბობს ნატალია.
მიგრაციის საერთაშიროსი ორგანიზაციამ ჯეროვნად შეაფასა ნატალიას პოტენციალი და ქართული დიასპორისთვის საგანგებოდ შექმნილი პროგრამის საშუალებით ხელი შეუწყო მის ძალისხმევას ქართული ბიზნესის ესპანურ ბაზარზე შესასვლელად. ნატალიას შრომის შედეგად ქართული შეფუთვის კლასტერმა (PMAG), რომელშიც შედიან სასმელების, ღვინის და გამომშრალი ხილის მწარმოებელი მცირე და საშუალო ბიზნესები, წარმატებით შეძლო ქართული პროდუქციის ესპანურ ბაზარზე შეტანა.
ამას გარდა, ამ წარმატებულმა თანამშრომლობამ საფუძველი ჩაუყარა კომერციულ პარტნიორობას და შედეგად, ესპანეთის ცენტრში, მადრიდში დაარსდა ქართული კუთხე “Persimmon’s”. ეს მრავალმხრივი სივრცე ფუნქციონირებს როგორც მაღაზია, რესტორანი და ქართული პროდუქციის საგამოფენო ცენტრი. ეს ინოვაციური წამოწყება არა მხოლოდ წარმოაჩენს ქართულ კულტურას, არამედ აძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს და ქართული პროდუქციისთვის ახალ გზებს ხსნის ევროპულ ბაზარზე.
ნატალია ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ქართულ დიასპორას მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სამშობლოს ეკონომიკურ განვითარებაში. IOM საქართველო მხარს უჭერს ქართული დიასპორის ჩართულობასა და მათ გაძლიერებას სხვადასხვა პროექტებითა და აქტივობებით, რაც მიზნად ისახავს საქართველოს საკეთილდღეოდ მიგრაციის პოტენციალის ათვისებას.
„საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს აქვთ ფასდაუდებელი ინტელექტუალური კაპიტალი, გამოცდილება და კომპეტენცია, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რესურსების, ცოდნისა და ინოვაციური იდეების მობილიზებისთვის, რომელსაც შეუძლია დააჩქაროს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარება“, - აცხადებს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.
ნატალიას გზა წარმატებამდე არ იყო მარტივი. ახალგაზრდა ქალი უცხოურ ბიზნეს გარემოში ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა, სხვა ძლიერი ქალების მხარდაჭერით, მან შეძლო დაბრკოლებების გადალახვა: „ახალ საზოგადოებაში ინტეგრაცია ადვილი არ იყო, მაგრამ გამიმართლა, რომ ცხოვრებამ დამაკავშირა ასეთ ადამიანებს, განსაკუთრებით, სხვა ძლიერ ქალებს, რომლებსაც ჩემი ნდობა ჰქონდათ“, - ამბობს ნატალია.
მისი ისტორია მაგალითია სხვებისთვის, რომ ერთმანეთის მხარდაჭერით და მონდომებით, "შეუძლებელი არაფერია", - როგორც ამას ნატალია აცხადებს. იგი მოუწოდებს ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, გამოიყენონ საკუთარი ადამიანური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული კაპიტალი, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. ნატალიას ისტორია ცხადყოფს დიასპორის თემის უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებაში.