-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
„მე და ჩემი მეგობრები აქ ხშირად მოვდივართ ისე მოგვწონს ეს ფერადი საქანელები, სულ სიხარულით ვთამაშობთ,“ ამბობს 8 წლის მარიამი, რომელიც სკვერის ხშირი სტუმარია.
მათხოჯი, ერთ-ერთი უდიდესი სოფელია ხონის მუნიციპალიტეტში, სადაც ამჟამად 450 ოჯახი ცხოვრობს, რომელთა დიდ ნაწილს სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტები შეადგენენ. სოფელს გასართობი სკვერი, სადაც ბავშვები თუ ზრდასრულები გართობისა და დასვენებისთვის შეიკრიბებოდნენ, არასოდეს ჰქონია.
მიგრაციის საერთაოშრიო ორგანიზაციისა და ხონის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, სოფელში შერჩევითი პრინციპით გამოიკითხა ადგილობრივების 60% და გამოვლინდა, რომ ყველაზე სასურველი და მოთხოვნადი რეკრეაციული ზონის მოწყობა იყო. შედეგად, მათხოჯის თემში მოეწყო როგორც მწვანე ზონა, ასევე დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარი.
სკვერი, სოფელში მცხოვრებ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს, აძლევს სოციალიზაციისა და დასვენების საშუალებას, ბავშვებს გართობის შანსს, ხოლო ახალგაზრდებს უსაფრთხო ადგილას თავშეყრის შესაძლებლობას.
„ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ თანამონაწილე ვართ ასეთი ლამაზი და სასარგებლო სივრცის შექმნაში, რომელიც მათხოჯის თემის კიდევ უფრო გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს და ადგილობრივებში დადებითი მუხტს გააღვივებს,“ განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.
გასართობი სკვერის პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის, „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში“ ფარგლებში, და ხონის მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებული იყო მიგრაციის განვითარების ფონდის (IDF) და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.