-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ელენე თბილისში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის მიზნით შიდა ქართლის ერთ-ერთი სოფლიდან გადავიდა. სწავლის მეორე წელს მიხვდა, რომ ის ფინანსური დახმარება, რომელსაც მშობლები ყოველ თვე უგზავნიდნენ, სწავლის, სახელმძღვანელოების, ბინის ქირის და ყოველდღიური ხარჯებისთვის საკმარისი არ იყო. მან გადაწყვიტა ღამის ცვლაზე ერთ-ერთ სუპერმარკეტში დაეწყო მუშაობა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ღამე მუშაობა და უძილობა მის ნიშნებზე უარყოფითად მოქმედებდა - მისი სწავლის ხარისხი უარესდებოდა. მის სამომავლო გეგმებზეც აუცილებლად იმოქმედებდა. ელენემ გადაწყვიტა, დროებით სწავლა შეეჩერებინა, წასულიყო საზღვარგარეთ სამუშაოდ, ფული დაეგროვებინა და სწავლა ახალი შემართებით გაეგრძელებინა.
ნათესავების დახმარებით ელენემ დატოვა საქართველო და საბერძნეთში ოჯახის დამხმარედ დასაქმდა. სანამ წავიდოდა, მხოლოდ ინლისური იცოდა, მაგრამ ენებს ადვილად ითვისებს და მონდომებაც არ აკლია, ამიტომ, ბერძნულიც მალე ისწავლა. მიუხედავად იმისა, რომ კარგ ოჯახში მუშაობდა, მშობლები და მეგობრები ენატრებოდა. მთელი ორი წლის მანძილზე მას მოტივაციას აძლევდა იმაზე ფიქრი, რომ თანხას დააგროვებდა, სწავლას დაუბრუნდებოდაე და სასურველ დიპლომსაც აიღებდა.
სახლში დაბრუნებაზე უკვე ფიქრობდა, როდესაც IOM-ის პროგრამის შესახებ გაიგო, რომელიც დაბრუნებაში და რეინტეგრაციაში დახმარებას სთავაზობდა. ამ შეთავაზებამ კიდევ უფრო გააძლიერა ელენეს სურვილი, დაბრუნებულიყო - ის საბერძნეთში შესაბამისი დოკუმენტების გარეშე მუშაობდა და დამშვიდდა, როდესაც გაიგო, რომ ნებაყოფლობით დაბრუნების შემთხვევაში არც ჯარიმა დაეკისრებოდა და არც გაძევება დაემუქრებოდა. ამასთან, დაბრუნების შემდეგ დახმარებასაც მიიღებდა. ელენემ ათენი 2020 წლის 12 მარტს დატოვა, როდესაც COVID-19 მსოფლიოს უკვე პანდემიად გამოეცხადებინა. მკაცრი საკონტროლო პრცედურების გავლა მოუწია, მაგრამ საქართველოში უსაფრთხოდ ჩამოვიდა. ერთი სული ჰქონდა მეგობრებს როდის ნახავდა, მაგრამ მას და მის ოჯახს 14 დღე თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწიათ. ელენე მაინც ბედნიერი იყო - დაბრუნების წუთიდან ოჯახის წევრების ნახვა მაინც მოახერხა.
საბერძნეთიდან ელენე გარკვეული დანაზოგით დაბრუნდა. IOM-ის სარეინტეგრაციო დახმარებით მან რძის პროდუქტის წარმოებისთვის საქონელი შეიძინა და მოახერხა გაეფართოებინა ოჯახური საქმიანობა - ხილის და ბოსტნეულის წარმოება. COVID-19-ის პერიოდშიც ოჯახის მეურნეობა არ შეჩერებულა.
მას შემდეგ რაც მოიხსნება შეზღუდვები და სასწავლო დაწესებულებები განაახლებენ მუშაობას, ელენე სწავლას დაუბრუნდება. მას არ დავიწყებია მისი მთავარი მიზანი - აიღოს იურისტის დიპლომი და იმუშაოს იურიდიულ სფეროში.
COVID-19-ის პერიოდში ბევრი მიგრანტი მუშაკი ვერ ახერხებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სახლში დაბრუნებას, ან რჩებიან საკუთარ ქვეყნებში / დასაქმების სფეროებში სამუშაოს გარეშე.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში IOM ეხმარება ათასობით მიგრანტს, რომლებიც გადაადგილების აკრძალვის გამო ვერ მუშაობენ ან სამშობლოში ვერ ბრუნდებიან.
ფოტოების ავტორი ერიკ გურლანი