-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
ბაკიზამ და მაჰმუდმა 2018 წელს დატოვეს იორდანია. ისინი თურქეთში საცხოვრებლად ბაკიზას მოძალადე ყოფილი ქმრისგან თავდასაღწევად გადავიდნენ. ამავდროულად, ბაკიზა ცდილობდა როგორმე დახმარებოდა მის გოგონას გადაელახა იორდანიაში მასზე განხორციელებული საქსუალური ძალადობისგან გამოწვეული ტრავმა. ამ შემთხვევამ დაზაფრა ოჯახი და გოგონას უდიდესი ტკივილი მიაყენა. ბაკიზამ სცადა ასევე მიეღო დახმარება მთავრობისგან, რომ დაეცვა თავი და მისი ორი შვილი, მაგრამ უშედეგოდ. ბაკიზას ვაჟი, უმცროსი შვილი, ჯერ კიდევ იტანჯება მამის მიერ მასზე განხორციელებული ძალადობის ზემოქმედებისგან.
აღმოჩნდა, რომ თურქეთმა არ იყო ის თავშესაფარი, რასაც ოჯახი ეძებდა. რასიზმის, რელიგიური შევიწროების, ენის ბარიერის და სამსახურის პოვნასთან დაკავშირებული სირთულეების გამო ბაკიზამ და მაჰმუდმა საქართველოში გადასვლა გადაწყვიტეს. ამასთან, ბაკიზას ყოფილი ქმარი თურქეთშიც ახერხებდა ოჯახის შევიწროებას.
ოჯახი თითქმის უკვე ერთი წელია ცხოვრობს საქართველოში. ისინი აქ თავს ბედნიერად და უსაფრთხოდ გრძნობენ. COVID-19-ის გავრცელებამდე ბაკიზა და მაჰმუდი სილამაზის სალონში მუშაობდნენ, რომელიც პანდემიის გამო დაიხურა. ოჯახი უშემოსავლოდ დარჩა, უჭირთ ბინის ქირის და ბავშვების სწავლის გადასახადის გადახდა. ამის მიუხედავად, რომ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ბევრი საფიქრალი აქვთ, მათთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ერთად ჯანმრთელად და უსაფრთხოდ არიან. ახლა მათ აქვთ მეტი დრო, რომ უკეთ დაგეგმონ მომავალი. ბაკიზა და მაჰმუდი იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში მიიღებენ ბინადრობის ნებართვას და მოახერხებენ ბავშვების სკოლაში დაბრუნებას.
მიგრანტები შეიძლება განსაკუთრებით დაუცველნი იყვნენ COVID-19-ის ზემოქმედებისაგან მათი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების, სერვისების მიწოდების პროცესში მათი კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების არასაკმარისმა გათვალისწინების, ქსენოფობიის, ადგილობრივი სიტუაციის შესახებ შეზღუდული ინფორმაციის ფლობის და მცირე ნაცნობის წრის, ასევე უფლებების არასაკმარისი დაცვის და მასპინძელ საზოგადოებებში დაბალი ჩართულობის დონის გამო, რაც ხშირად დაკავშირებულია მათ მიგრაციულ სტატუსთან.
ფოტოების ავტორი - ერიკ გურლანი
ინტერვიუს ავტორი - NGO მიგრაციის ცენტრი