უშჰალი არის 20 წლის ახალგაზრდა ქალი ჯოდპურიდან,  რომელიც ინდოეთის შტატში რაჯასტანში სიდიდით მეორე ქალაქია. მისი მშობლები ერთ-ერთი ადგილობრივი უნივერსიტეტის ლექტორები არიან. ხუშჰალი საქართველოში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მედიცინის სფეროში განათლების მისაღებად ჩამოვიდა. მას ჯერ არ გადაუწვეტია, კონკრეტულად რომელ დარგში გააგრძელებს კარიერას და ამ ეტაპზე მხოლოდ კონცენტრირებულია, მიიღოს მაქსიმალურად კარგი განათლება და წარმატებით ჩააბაროს ყველა გამოცდა.

საზღვარგარეთ სასურველ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, ხუშჰალს რთული გამოცდების ჩაბარება მოუწია. სამედიცინო განათლების მისაღებად ქვეყანა დიდი ყურადღებით შეარჩია - გაიარა კონსულტაცია შესაბამის სააგენტოსთან, რომელმაც მიაწოდა მას იმ ქვეყნების სია, რომლებსაც აქვთ წიგნიერების მაღალი მაჩვენებელი და კარგი განათლების სისტემა. სააგენტომ ხუშჰალს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებთან დაკავშირებით. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ხუშჰალიმ გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა.

დღეს ხუშჰალს ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან მას დაეხმარონ. მას ძალიან მოსწონს საქართველოში არსებული განათლების სისტემა, რადგან სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ, როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ცოდნა. ის, ფიქრობს, რომ ყველა საუნივერსიტეტო საგანი საინტერესოა, თუმცა, ამავდროულად ძალიან შრომატევადი. ხუშჰალის აზრით, დისტანციური სწავლა დიდ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ამ დროს სტუდენტები მოკლებულნი არიან პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობას.

ხუშჰალის ჰობია ცეკვა. თუმცა, გადატვირთული გრაფიკის გამო, მას თითქმის აღარ რჩება თავისუფალი დრო კლასგარეშე აქტივობებისთვის. ლექციების შემდეგ, ხუშჰალი და მისი მეგობრები, მილი და მუსკანი, ჩვეულებრივ, დროს მომდევნო დღისთვის დავალებების მომზადებას უთმობენ.

მილი ინდოეთს ქალაქ რაჯასტანიდან არის. მისი მამა ადვოკატია. დედა ძირითადად სახლის საქმეებით არის დაკავებული. ისინი ასევე აქტიურად არიან ჩართულნი პოლიტიკურ ცხოვრებაში და მართავენ არასამთავრობო ორგანიზაციას ინდოეთში, რომლის საშუალებითაც გაჭრვებული ადამიანები იღებენ უფასო სამედიცინო შემოწმებას. ხუშჰალის მსგავსად, მილისაც მოსწონს თბილისში ცხოვრება. მან საქართველოში ჩამოსვლა კრიმინალის დაბალი მაჩვენებლისა და სწავლის გადასახადის ხელმისაწვდომობის გამო გადაწყვიტა. მილიმ ქართულიც ისწავლა და ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრის შესაძლებლობას ხშირად იყენებს. COVID-19-ის პერიოდში ის მეგობრებთან მეტ დროს ატარებს. ისინი იხსენებენ სახალისო ისტორიებს და სამომავლო გეგმებს აწყობენ. მაგალითად, მათი მეგობარი მუსკანი, რომელიც ასევე სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია დელიდან, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მოხალისედ ჩართვას გეგმავს. მუსკანის ოცნებაა, ბაბუის მსგავსად, კარდიო-ქირურგი გამოვიდეს. როგორც მედიცინის სტუდენტი, მუსკანი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელიბას ანიჭებს ადამიანების მიერ პირბადის, ხელთათმანების და ვირუსისგან დამცავი სხვა საშუალებების ტარებისა და გამოყენების საკითხს.

ხუშჰალმა და მისმა ინდოელ მეგობრებს COVID-19 პერიოდში ინდოეთის საელჩო პირბადეებით, ხელთათმანებით და ჰიგიენის სხვა საშუალებებით დაეხმარა. თუ COVID-19-ის გავრცელება შეჩერდება, გოგონები საქართველოში დარჩებიან, რადგან აქ თავს გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობენ. ინდოეთში არსებული სიტუაცია არც ისე საიმედოა. თუმცა, თუ პანდემია გაგრძელდება, ხუშჰალი, მილი და მუსკანი ინდოეთში, ოჯახებთან დაბრუნებას გეგმავენ.

კორონავირუსის პანდემია პირველ რიგში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისია. საფრთხე არც ადამიანებში და არც მიგრანტებში, არამედ თვითონ ვირუსშია. პანდემიას საზღვრები არ აქვს, ის თანაბრად ეხება ყველა ადამიანს, ეროვნების, ეთიკურობის, რელიგიის თუ რაიმე სხვა სტატუსის მიუხედავად.

მიგრანტები არ არიან ვირუსის წინაშე უფრო დაუცველნი და არც ინფექციის მაღალ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. ხშირად რისკის შემცველია მათი გადაადგილების, ცხოვრების და მუშაობის პირობები და შეზღუდული წვდომა ჯანდაცვაზე.

მიგრანტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და უმეტესად წარმოდგენილნი არიან ისეთ ძირითად სექტორებში, როგორიცაა ჯანდაცვა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, ტურიზმი, სატრანსპორტო მომსახურება, ვაჭრობა და კიდევ ბევრ სხვა სექტორში, რომელიც განსაკუთრებით დააზარალა პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა. ამავდროულად COVID-19 თან ბრძოლაში მიგრანტები წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს ძალას ექიმების, ექთნების, მომვლელების და სხვა სახის დამხმარე პერსონალის სახით. საქტორები, სადაც მიგრანტები წარმოადგენენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაო ძალას, განიცდიან დიდ პრობლემებს წარმოებაში. მაგალითად ხეხილის დაკრეფა ვერ ესწრება და ლპება, რაც ზრდის კვების პროდუქტების წარმოების კრიზისის რისკებს გლობალურ დონეზე.

ზოგადად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხელს უწყობს მიგრანტთა სოციალურ ინკლუზიას და ჩართულობას, შიშებისა და სირთულეების გადალახვისთვის ცოდნაზე დაფუძნებული მსჯელობის, კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით.

პანდემიამ აჩვენა, რომ არავინ არის დაცული, სანამდე ყველა არ იქნება უსაფრთხოდ. ამისთვის ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა საერთო უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
 

ინტერვიუ მოამზადა მწვანე კავკასიამ

ფოტოების ავტორი -ერიკ გურლანი